logo
Loading data...
მთავარი საზოგადოება

სტატია

"სამგზავრო მატარებელი მცირეწლოვან ბავშვს დაეჯახა, არასრულწლოვანი ადგილზე გარდაიცვალა" - "საქართველოს რკინიგზა"

"სამგზავრო მატარებელი მცირეწლოვან ბავშვს დაეჯახა, არასრულწლოვანი ადგილზე გარდაიცვალა" - "საქართველოს რკინიგზა"

1744130685

"საქართველოს რკინიგზა" სპეციალურ განცხადებას ავრცელებს, რომელსაც "ბიზნესპარტნიორი" უცვლელად გთავაზობთ:

"უბედური შემთხვევა მოხდა ბათუმის სადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე. სამგზავრო მატარებელი მცირეწლოვან ბავშვს დაეჯახა. არასრულწლოვანი ადგილზე გარდაიცვალა. მატარებელი ბაქანთან მიდიოდა, რომელსაც ბათუმი-ქუთაისის რეისი უნდა შეესრულებინა. ადგილზე მისულია საპატრულო და კრიმინალური პოლიცია.

საქართველოს რკინიგზა მწუხარებას გამოთქვამს ტრაგედიის გამო და სამძიმარს უცხადებს გარდაცვლილის ოჯახის წევრებს,"-ნათქვამია "საქართველოს რკინიგზის" მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

გამოგვყევით