logo
Loading data...
მთავარი საზოგადოება

სტატია

"საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის დამოუკიდებლობა არის ფუნდამენტი" - თინათინ ბერძენიშვილი

"საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის დამოუკიდებლობა არის ფუნდამენტი" - თინათინ ბერძენიშვილი

1729247158

საქართველოს პირველი არხის გენერალური დირექტორის თინათინ ბერძენიშვილის განცხადებით, საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის დამოუკიდებლობა არის ფუნდამენტი.

როგორც მან, გადაცემა "ბიზნესპარტნიორში" პირველი არხის ახალ შენობაზე საუბრისას აღნიშნა, საზოგადოებრივი მაუწყებლის კონცეფციის გაგებას დრო სჭირდება. 

"ინფრასტრუქტურა არის ერთი, მაგრამ ძირითადი ნაწილი - ის, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი იყოს დამოუკიდებელი, დაბალანსებული და მოემსახუროს თითოეულ მოქალაქეს არის ყველაფრის მთავარი კონცეფცია. ვფიქრობ, კონსტიტუციური გარანტიაც არის ძალიან მნიშვნელოვანი ჩანაწერი და ისტორიის ახალ ფურცელს ვიწყებთ ახალი სიმძლავრეებით.

ადამიანები, რომლებიც აქ მუშაობენ ძალიან მაღალი კლასის პროფესიონალები არიან, რომლებმაც იციან რა არის დამოუკიდებელი საზოგადოებრივი მაუწყებელი, იციან რა არის კარგი მედია და ვფიქრობ, მაყურებელსაც მთელი თავისი არსით დაანახებენ ამას", - აცხადებს თინათინ ბერძენიშვილი.

შეგახსენებთ, საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალი შენობის გახსნის ღონისძიება 2024 წლის 16 ოქტომბერს  გაიმართა.

შენობის საძირკველში სიმბოლური კაფსულა 2020 წლის 30 დეკემბერს, პირველი არხის 64-ე დაბადების დღეს ჩაიდო. ქვეყნის პირველი ტელევიზიის ახალი შენობის აშენება მას შემდეგ გადაწყდა, რაც 1966 წელს არქიტექტორ არჩილ ქურდიანის მიერ დაპროექტებული ისტორიული შენობის ავარიულობა ექსპერტიზის დასკვნამაც დაადასტურა, არსებული შენობის რეაბილიტაცია კი ტექნიკურად შეუძლებელი გახდა. ახალი შენობა კომპანია „თბილქალაქპროექტის“ მიერ არის დაპროექტებული. დიზაინი წლების წინ პირველმა არხმა ხმის მიცემის პრინციპით შეარჩია. პროცესში საზოგადოება აქტიურად იყო ჩართული.

გამოგვყევით