logo
Loading data...
მთავარი საზოგადოება

სტატია

"შემდეგი სასწავლო წლიდან, I-VI კლასის ჩათვლით, სასკოლო ფორმა სავალდებულო იქნება" - გივი მიქანაძე

"შემდეგი სასწავლო წლიდან, I-VI კლასის ჩათვლით, სასკოლო ფორმა სავალდებულო იქნება" - გივი მიქანაძე

1764662040

"შემდეგი სასწავლო წლიდან ტესტურ რეჟიმში, ყველა საჯარო სკოლაში პირველიდან მეექვსე კლასის ჩათვლით სავალდებულოდ ბრუნდება სასკოლო ფორმები, – ამის შესახებ განათლების მინისტრმა, გივი მიქანაძემ ზოგადი განათლების რეფორმის პრეზენტაციისას განაცხადა.

მისივე თქმით, სოციალურად დაუცველი ოჯახები ფორმებთან დაკავშირებით სახელმწიფო მხარდაჭერას მიიღებენ.

„მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ტესტურ რეჟიმში შემდეგი სასწავლო წლიდან ყველა საჯარო სკოლაში პირველიდან მე-6 კლასის ჩათვლით დაწყებით ეტაპზე სავალდებულოდ ბრუნდება სასკოლო ფორმები. ამასთანავე, ვითვალისწინებთ სოციალურ დაუცველ ოჯახებს. ყველა ის ოჯახი, რომელიც ჯანდაცვის სამინისტროს მიერ არის შეფასებული 60 000 ქულით ან ნაკლებით, სახელმწიფოს მხრიდან შესაბამის მხარდაჭერას მიიღებს ფორმებთან დაკავშირებით“, – განაცხადა მიქანაძემ.

1tv.ge 

გამოგვყევით