logo
Loading data...
მთავარი საზოგადოება

სტატია

შემოსავლების სამსახური სპეციალურ განცხადებას ავრცელებს

შემოსავლების სამსახური სპეციალურ განცხადებას ავრცელებს

1761649140

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური სპეციალურ განცხადებას ავრცელებს.

"გადასახადის გადამხდელებს აცნობებს, რომ უწყების სახელით "საინფორმაციო ქოლ-ცენტრი 11808" მიერ, სხვადასხვა სატელეფონო ნომრებზე ვრცელდება მცდარი ინფორმაციის შემცველი გზავნილები, თითქოს  ფიზიკურ პირებს ქონების გადასახადის წლიური დეკლარაციის წარდგენის შესაძლებლობა აქვთ შემდეგ მისამართებზე - თბილისი, მერაბ კოსტავას ქუჩა N68 და ვახტანგ გორგასლის ქუჩა N16.

ხაზგასმით განვმარტავთ, რომ აღნიშნულ მისამართებზე არ ფუნქციონირებს მოქალაქეთა მომსახურების სერვისცენტრები. ამასთან, SMS-ის ავტორები მომხმარებლებს, საკუთარი ინიციატივით/თვითნებურად, აწვდიან შემოსავლების სამსახურთან გადაუმოწმებელ/დაუზუსტებელ ინფორმაციას.

შემოსავლების სამსახური მოუწოდებს ,,საინფორმაციო ქოლ-ცენტრი 11808“-ს უზრუნველყოს მცდარი/არაზუსტი მონაცემების დაუყოვნებლივ გასწორება. 

აქვე, დამატებით კიდევ ერთხელ გაცნობებთ, რომ გადასახადის გადამხდელს შეუძლია  საგადასახადო ორგანოში დეკლარაცია წარადგინოს, მოქალაქეთა სერვისცენტრში მიუსვლელად, ელექტრონული დეკლარირების საშუალებით.

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად გთხოვთ, იხილოთ ბმულები:

https://rs.ge/PersonsTaxFAQ?cat=5&tab=1
https://rs.ge/LawNewsArchive?newsId=1589

ვიდეო ინსტრუქცია: 

შემოსავლების სამსახურის მიერ მომზადებული ფიზიკური პირის ქონების გადასახადის ახალი გამომთვლელი:

https://rs.ge/LawNewsArchive?newsId=1607

სასურველი ინფორმაციის მისაღებად ასევე, შეგიძლიათ ისარგებლოთ შემოსავლების სამსახურის ციფრული სერვისებით - “RS ჩათი“ და “RS ბოტი“  ან დაუკავშირდეთ საკონსულტაციო-სატელეფონო ცენტრს  2 299 299. 

ამასთან, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური მოქალაქეებს მოუწოდებს გამოიჩინონ სიფრთხილე ამგვარი საეჭვო შეტყობინების მიღების შემთხვევაში და ნებისმიერი მათთვის საინტერესო ინფორმაცია გადაამოწმონ გადასახადების ადმინისტრირებაზე პასუხისმგებელ უწყებასთან,"- ნათქვამია ინფორმაციაში.

გამოგვყევით