logo
Loading data...
მთავარი საზოგადოება

სტატია

The Fashion Market - ESMOD x BTU სასერტიფიკატო კურსზე რეგისტრაცია დაიწყო

The Fashion Market - ESMOD x BTU სასერტიფიკატო კურსზე რეგისტრაცია დაიწყო

1741867140

მსოფლიოს წამყვანი, ფრანგული მოდის ინსტიტუტი ESMOD საქართველოში ოპერირებას იწყებს.

ბიზნესის და ტექნოლოგიების უნივერსიტეტთან გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე ESMOD მოდის და ინოვაციების, მოდის მარკეტინგის და მენეჯმენტის, თანამედროვე ტექნოლოგიების და სხვა მიმართულებებით საერთაშორისო სასერტიფიკატო კურსებს ეტაპობრივად განახორციელებს.

ESMOD მსოფლიოში წამყვანი ინსტიტუტია, რომელიც 175 წელზე მეტია ოპერირებს მოდის ინდუსტრიაში და 13 ქვეყანაში 20 სკოლას ფლობს. მის კურსდამთავრებულებს შორის არიან Jacquemus, Olivier Rousteing, Alexandre Vauthier, Vestiaire Collective-ის დამფუძნებელი Sophie Hersan და სხვა.

კურსების განხორციელებაში ჩართული იქნებიან ESMOD-ის ლექტორები, ტრენერები, მოდის საერთაშორისო ექსპერტები, ESMOD-ის მოწინავე კურსდამთავრებულები და ადამიანები, რომლებიც დღესდღეობით საკმაოდ წარმატებით ოპერირებენ მოდის სფეროში. მათ შორის, ცნობილი მოდელი – თაკო ნაცვლიშვილი და დიზაინერი ნინა გავაშელი, რომლებიც BTU–სთან პარტნიორობით პროექტის ინიციატორებიც არიან.

აღნიშნული თანამშრომლობის ფარგლებში, სასერტიფიკატო კურსზე The Fashion Market რეგისტრაცია დაწყებულია და გრძელდება 16 მარტამდე. კურსი 60-საათიანია და ხუთ მოდელს მოიცავს:

  • TRENDS;
  • FASHION CULTURE;
  • MARKETING - STORYTELLING;
  • MARKETING - POSITIONING;
  • PRODUCT TYPOLOGY.

სარეგისტრაციო ფორმა და დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე.

 



ნიკოლოზ გამყრელიძე რუსეთისთვის სანქციების დაწესებაზე: შეგვეძლო გვესაუბრა დასავლელ პარტნიორებთან {რუსეთის სანქცირებაზე } და მათგან დიდი ბენეფიტი მიგვეღო

ნიკოლოზ გამყრელიძე რუსეთისთვის სანქციების დაწესებაზე: შეგვეძლო გვესაუბრა დასავლელ პარტნიორებთან {რუსეთის სანქცირებაზე } და მათგან დიდი ბენეფიტი მიგვეღო

გამოგვყევით