logo
Loading data...
მთავარი საზოგადოება

სტატია

ურსულა ფონ დერ ლაიენი - საქართველომ უნდა მიიღოს კანდიდატის სტატუსი, გილოცავთ

ურსულა ფონ დერ ლაიენი - საქართველომ უნდა მიიღოს კანდიდატის სტატუსი, გილოცავთ

1699443300

საქართველომ უნდა მიიღოს კანდიდატის სტატუსი, რადგან ნამდვილად იქნა გადადგმული ნაბიჯები, გილოცავთ, – ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა.

მისივე თქმით, ევროკომისია სრულად უჭერს მხარს საქართველოს ევროპულ მისწრაფებას, საქართველოს მოქალაქეების ევროპულ მისწრაფებას.

„ეს მისწრაფებები ნამდვილად უნდა იქნას ყურადსაღები ხელისუფლების მხრიდან. მათ უნდა დაიწყონ ოპოზიციასთან და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებთან თანამშრომლობაზე, რა თქმა უნდა, უნდა ფოკუსირდნენ 12 რეკომენდაციაზე, რომელიც გაიცა წარსულში და ახლა კომისია ნამდვილად ხაზს უსვამს, რომ დადებითი ნაბიჯები გადაიდგა საქართველოს შემთხვევაში.

ოპოზიციას რაც შეეხება, ძალიან აქტიურად არის საპარლამენტო პროცესებში ჩართული, დეოლიგარქიზაციის მიმართულებითაც. ხელშესახები ნაბიჯები გვაქვს, ანტიკორუფციული საბჭო ჩამოყალიბდა. მაშასადამე, კომისია რეკომენდაციას გასცემს კანდიდატის სტატუსის მიღების შესახებ და ჩვენ გვესმის, რაოდენ მნიშვნელოვანია ეს ყველაფერი და მთავრობა გადადგამს მნიშვნელოვან ნაბიჯებს ევროკავშირში ინტეგრაციის მიმართულებით. ეს ძალიან მნიშვნელოვანია ევროკავშირისთვის და ეს ჩემი მთავარი მესიჯი არის, ევროკავშირის გაფართოება ძალიან მნიშვნელოვანია“, – განაცხადა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.

ევროკომისია რეკომენდაციით მიმართავს ევროპულ საბჭოს, საქართველოს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიენიჭოს. ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლაიენისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარ ოლივერ ვარჰეის ერთობლივ ბრიფინგზე გახდა ცნობილი.

1tv.ge

გამოგვყევით