logo
Loading data...
მთავარი საზოგადოება

სტატია

"ვეძებთ ისეთ პარტნიორებს, რომლებმაც იციან, რა არის დემოკრატია, ვაჭრობა, ჩვენ უკვე ვიპოვეთ ასეთი მეგობარი საქართველოს სახით"

"ვეძებთ ისეთ პარტნიორებს, რომლებმაც იციან, რა არის დემოკრატია, ვაჭრობა, ჩვენ უკვე ვიპოვეთ ასეთი მეგობარი საქართველოს სახით"

1740821665

დღევანდელ მშფოთვარე მსოფლიოში ჩვენ ვეძებთ ისეთ პარტნიორებს, რომლებმაც იციან, რა არის დემოკრატია, ვაჭრობა, ოჯახური ღირებულებები; ჩვენ უკვე ვიპოვეთ ასეთი მეგობარი საქართველოს სახით, – ამის შესახებ ნიუ-იორკის სავაჭრო პალატის პრეზიდენტმა, მარკ ჯეიფმა განაცხადა.

მარკ ჯეიფის განცხადებით, სავაჭრო ურთიერთობების განვითარებისთვის და მშვიდობის დამყარებისთვის წარმატებული წელი იქნება.

„თავისთავად ცხადია, რომ დღევანდელ მშფოთვარე მსოფლიოში ჩვენ ვეძებთ ისეთ პარტნიორებს, რომლებმაც იციან, რა არის დემოკრატია, ვაჭრობა, ოჯახური ღირებულებები. ჩვენ უკვე ვიპოვეთ ასეთი მეგობარი საქართველოს სახით, ასევე კარგი მეგობრები თურქეთ-ამერიკის პალატიდან და აზერბაიჯანიდან. ამერიკის შეერთებულ შტატებთან ერთად, ოთხივე ვაცხადებთ, რომ ჩვენ შეგვიძლია ბიზნესის ერთად კეთება და ჩვენ არ გვჭირდება ომები. 2025 წლის დასაწყისში აშშ-ს უკვე ახალი ადმინისტრაცია ჰყავს, მნიშვნელოვანი არჩევნები ახლოვდება ნიუ იორკში. ახლა ჩვენ გაერო-ს ოფისის მოპირდაპირე მხარეს ვიმყოფებით. ჩვენი ყველა ოფისი ერთმანეთთან ახლოსაა განლაგებული. ასე რომ, ვფიქრობთ, ძალიან წარმატებული და პროდუქტიული წელი იქნება იმისთვის, რომ ვაკეთოთ მეტი ბიზნესი, დავამყაროთ მშვიდობა და განვავითაროთ სავაჭრო ურთიერთობები. სწორედ ეს არის ამ საღამოს ჩვენი აქ შეკრების მიზანიც”, – განაცხადა ნიუ იორკის სავაჭრო პალატის პრეზიდენტმა.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, ქალაქ ნიუ-იორკში საქართველოს გენერალური საკონსულოს ინიციატივით გაიმართა ღონისძიება, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოს, ამერიკის შეერთებულ შტატებს, თურქეთსა და აზერბაიჯანს შორის ბიზნე ურთიერთობების გაღრმავებას. გენერალური საკონსულო მსგავსი შეხვედრების გამართვას სისტემატურად გეგმავს. შეხვედრებზე მიწვეულ სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ, სამომავლო თანამშრომლობის მიზნით ბიზნესიდეები და მოსაზრებები გაცვალონ.

1tv.ge

გამოგვყევით