საქართველოდან ლოკოკინების ექსპორტი მნიშვნელოვნად გაიზარდა. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, 2026 წლის იანვარ-ოქტომბერში ქვეყნიდან 845 ტონაზე მეტი ლოკოკინა გავიდა, რომლის საერთო ღირებულებამ 3 მილიონ დოლარს მიაღწია.
გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ექსპორტის მოცულობა თითქმის 60%-ით, ხოლო მიღებული შემოსავალი 35%-ით გაიზარდა. ქართული ლოკოკინების მთავარი საექსპორტო ბაზარი თურქეთია, რომელზეც ექსპორტის საერთო მოცულობის დაახლოებით 75% მოდის. ლოკოკინები ექსპორტირებულია საფრანგეთშიც (206 ტონა).
აღსანიშნავია, რომ ექსპორტის რაოდენობრივი ზრდა მის ღირებულებით მატებას აღემატება, რაც საექსპორტო პროდუქციის საშუალო ფასის შემცირებაზე მიუთითებს.
ნია ბაკურაძე