logo
Loading data...
მთავარი სოფლის მეურნეობა

სტატია

2024 წელს, "დანერგე მომავალის" ფარგლებში, ატმის ბაღები 57 ჰექტარ ფართობზე გაშენდა

2024 წელს, "დანერგე მომავალის" ფარგლებში, ატმის ბაღები 57 ჰექტარ ფართობზე გაშენდა

1742984280

2024 წელს სოფლის განვითარების სააგენტოს თანადაფინანსებით, პროგრამის დანერგე მომავალი“ ფარგლებში, გაშენებული ატმის ბაღების ფართობი, წინა წელთან შედარებით, 54%-ით გაიზარდა და 57 ჰექტარს შეადგენს. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. 

უწყების ცნობით, ბაღების გაშენება სახელმწიფომ 320 ათასი ლარით დააფინანსა. სრული ინვესტიცია 900 ათას ლარზე მეტია.

პროგრამის „დანერგე მომავალი“ ფარგლებში, 2015 წლიდან დღემდე, ატმის ბაღების გაშენება 234 ჰექტარ ფართობზე 1.2 მლნ ლარით დაფინანსდა.

გამოგვყევით