არ არსებობს ხარისხიანი ღვინო ხარისხიანი ყურძნის გარეშე და ხარისხიანი ყურძენი, ხარისხანი ვენახის გარეშე. რეგულაციები ძალიან მნიშვნელოვანია ამ კუთხით. ხარისხნიანი ვენახი კი სწორ ადგილას, სწორ კლიმატურ პირობებში უნდა გაშენდეს, აღნიშნულ რეგულაციაში ყველაფერი სწორად არის განსაზღვრული და არც ფინანსური კუთხით წარმოადგენს სირთულეს, - აღნიშნა „ტყუპების მარნის“ დამფუძნებელმა, გელა გამტკიცულაშვილმა.
"ვაზისა და ღვინის შესახებ კანონში" შესული ცვლილებებით, 2026 წლის 1 მაისიდან, სამეწარმეო ვენახის გაშენება შესაძლებელი იქნება მხოლოდ ღვინის ეროვნული სააგენტოს თანხმობის საფუძველზე.
მისი თქმით, დღეს ვენახის გაშენებაზე მეტად, აქტუალურია ყურძნის ჩაბარების თემა, რომელიც ფერმერებთან მიდგომის ცვლილების აუცილებლობას საჭიროებს
„სახელმწუფოს მხრიდან, დიდი თანხები დაიხარჯა მცირე მარენების განვითარებისა და ვენახების გაშენებისათვის. თუ ფერმერი შეძლებს, რომ საკუთარი მოსავალი თავად გადაამუშაოს, სახელმწიფო არა ყურძნის ჩაბარებაში, არამედ ღვინის გაყიდვაში უნდა დაეხმაროს და ამ კუთხით უნდა წარიმართოს მუშაობა,“ - აღნიშნა გელა გამტკიცულაშვილმა.