logo
Loading data...
მთავარი სოფლის მეურნეობა

სტატია

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ვანში ყველის არალეგალური საწარმო გამოავლინა

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ვანში ყველის არალეგალური საწარმო გამოავლინა

1777975093

სურსათის ეროვნული სააგენტოს იმერეთის დეპარტამენტის ინსპექტორების მიერ სახელმწიფო კონტროლის შედეგად აღმოჩნდა, რომ ფიზიკური პირი დ. დ. (მის: ვანი, სოფ. ციხესულორი)  ყველს სავალდებულო აღიარებისა და ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციის გარეშე აწარმოებდა.

ობიექტზე აღმოჩნდა ტექნოლოგიური პროცესის დარღვევით დამზადებული  ყველი, რომელიც  შემდგომი განადგურების მიზნით დაილუქა. ასევე, დარღვეული იყო მომხმარებლისათვის სურსათის შესახებ ინფორმაციის მიწოდების წესიც.

გამოვლენილი  შეუსაბამობების გამო, ბიზნესოპერატორი დაჯარიმდა და ობიექტს შეუჩერდა საწარმოო პროცესი. სურსათის ეროვნული სააგენტო მოუწოდებს ბიზნესოპერატორებს, არ აწარმოონ პროდუქცია აღიარების მინიჭების გარეშე და დაიცვან სურსათის უვნებლობის მოთხოვნები.

"აღნიშნულ რეგულაციაში ყველაფერი სწორად არის განსაზღვრული და არც ფინანსური კუთხით წარმოადგენს სირთულეს" - გელა გამტკიცულაშვილი ვაზისა და ღვინის შესახებ კანონზე

"აღნიშნულ რეგულაციაში ყველაფერი სწორად არის განსაზღვრული და არც ფინანსური კუთხით წარმოადგენს სირთულეს" - გელა გამტკიცულაშვილი ვაზისა და ღვინის შესახებ კანონზე

გამოგვყევით