logo
Loading data...
მთავარი სოფლის მეურნეობა

სტატია

"დაგეგმილია ტყის მცველთა რაოდენობის გაზრდა" - ბესიკ ამირანაშვილი

"დაგეგმილია ტყის მცველთა რაოდენობის გაზრდა" - ბესიკ ამირანაშვილი

1772000180

სექტორში მიმდინარე რეფორმის მთავარი მიმართულებების განხილვის მიზნით, ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსი ბესიკ ამირანაშვილი რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულს პაპუნა მარგველიძესა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებს შეხვდა.  

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში შემუშავებული სატყეო რეფორმის მთავარი მიზანი ტყის დაცვისა და ტყითსარგებლობის პრაქტიკის გაუმჯობესებაა. სამუშაო შეხვედრაზე სამინისტროს ტყის პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსმა კარლო ამირგულაშვილმა,  რეფორმის ფარგლებში დაგეგმილ აქტივობებზე ისაუბრა. აღინიშნა, რომ რეფორმის ფარგლებში, მიმდინარე წლის იანვრის თვიდან გაორმაგდა ტყის მცველთა ხელფასი, ასევე გაზრდილია რეგიონული სატყეო სამსახურებისა  და ცენტრალური აპარატის თანამშრომელთა თანამდებობრივი სარგო, რაც უდავოდ ზრდის დასაქმებულთა მოტივაციას და ამავდროულად, პროფესიისადმი ინტერესს.  

„სატყეო სექტორში დაგეგმილი რეფორმის ერთ-ერთ ძირითად მიზანს წარმოადგენს ტყის მონიტორინგისა და კონტროლის გაძლიერება. აქედან გამომდინარე, დაგეგმილია ტყის მცველთა რაოდენობის გაზრდა, რაც ტყის მოვლისა და აღდგენის ღონისძიებების ეფექტიანად განხორციელებასთან ერთად, რეგიონში დამატებით სამუშაო ადგილებს შექმნის“, - აღნიშნა ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსმა ბესიკ ამირანაშვილმა. 

რეფორმის თანახმად, ეროვნულ სატყეო სააგენტოს ტყის ფიზიკური დაცვის ფუნქცია უბრუნდება. გათვალისწინებულია 401 ტყის მცველის დამატება, რის შედეგადაც, თითო მცველზე დასაცავი ტერიტორია 10-15 ათასი ჰექტრიდან, საშუალოდ, 2 000 ჰექტრამდე შემცირდება. ასევე, ტყის დაცვისა და მონიტორინგის ეფექტიანობის გასაზრდელად, გათვალისწინებულია ეროვნული სატყეო სააგენტოს ტექნიკური გადაიარაღება თანამედროვე ტექნოლოგიური საშუალებებით. 

ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსმა ბესიკ ამირანაშვილმა,  რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის სატყეოს სამსახურის  ახალი  ხელმძღვანელი, ვახტანგ ღაჭავა  წარადგინა.  ვახტანგ ღაჭავას აქვს საჯარო სამსახურში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება. ის დღემდე იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის ქუთაისის საქალაქო სამმართველოს უფროსის მოადგილის პოზიციას იკავებდა.

გამოგვყევით