logo
Loading data...
მთავარი სოფლის მეურნეობა

სტატია

დავით სონღულაშვილი საფრანგეთის ელჩს შეხვდა

დავით სონღულაშვილი საფრანგეთის ელჩს შეხვდა

1759763634

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი  საფრანგეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში ოლივიე კურტოს შეხვდა.

შეხვედრაზე მხარეებმა ორმხრივი ურთიერთობების აქტუალური საკითხები და თანამშრომლობის შესაძლებლობები განიხილეს.

მინისტრმა გარემოსდაცვითი და სოფლის მეურნეობის მიმართულებით განხორციელებული რეფორმების მნიშვნელობის შესახებ ისაუბრა.

როგორც დავით სონღულაშვილმა აღნიშნა, მნიშვნელოვანი იქნება წყლის რესურსების და კატასტროფების რისკის ეფექტიანი მართვის მიმართულებით საფრანგეთის გამოცდილების გაზიარება.

საუბარი შეეხო სასურსათო უსაფრთხოების, აგრარულ დარგში თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვის, ექსპერტული ცოდნის გაზიარების, ექსპორტის ზრდის, ირიგაციის, ლაბორატორიული შესაძლებლობების გაძლიერების მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავების საკითხებს. მინისტრმა შეხვედრაზე ყურადღება  გაამახვილა სურსათთან შემხებლობაში მყოფი ერთჯერადი გამოყენების პლასტიკის მოხმარების რეგულირების ამოქმედების თემაზეც.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში გამართულ შეხვედრას მინისტრის მოადგილე ლაშა დოლიძე ესწრებოდა.

გამოგვყევით