logo
Loading data...
მთავარი ფინანსები

სტატია

საქართველოს ეროვნული ბანკი "თვის მიმოხილვას" აქვეყნებს

საქართველოს ეროვნული ბანკი "თვის მიმოხილვას" აქვეყნებს

1759758110

საქართველოს ეროვნული ბანკი "თვის მიმოხილვას" აქვეყნებს.

მიმოხილვაში ქვეყნის საბანკო და საფინანსო სექტორებში არსებული მდგომარეობისა და მაკროეკონომიკური პარამეტრების დეტალურ ანალიზს გაეცნობით. გამოცემის მიზანია ფართო საზოგადოებას ქვეყნის მოკლევადიანი (ერთთვიანი) მაკროეკონომიკური ანალიზი ოპერატიულად მიაწოდოს. ანგარიშში წარმოდგენილი ანალიზი ამ ეტაპზე არსებულ უახლესს ინფორმაციას ეყრდნობა.


ძირითადი ტენდენციები

ინფლაცია

  • სექტემბერში წლიურმა ინფლაციამ 4.8% შეადგინა, ხოლო აგვისტოსთან შედარებით ფასებმა 0.5%-ით მოიმატა.
  • ინფლაციის ზრდა მნიშვნელოვლად განპირობებულია სურსათის ფასების მატებით, რაც, თავის მხრივ, ნაწილობრივ ასახავს საერთაშორისო ბაზრებზე სასურსათო ნედლეულის ფასების წინა წელთან შედარებით ზრდას, რაც ადგილობრივ ბაზარსაც გადმოეცემა.
  • საბაზო ინფლაცია, რომელიც სამომხმარებლო კალათიდან მაღალი მერყეობით გამორჩეულ სურსათის, ენერგომატარებლების და სიგარეტის ფასებს გამორიცხავს, მიზნობრივზე დაბალ დონეზე ნარჩუნდება და 2.4% შეადგინა.
  • მომსახურების სექტორის ინფლაციამ, რომელთა ფასები შედარებით ხისტია და გრძელვადიანი ინფლაციური მოლოდინების უკეთესი საზომია, სექტემბერში მიზნობრივ დონესთან ახლოს ნარჩუნდება, 3.1%-ზე.

 
საბანკო სექტორი

  • აგვისტოში, გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით, სესხების ზრდის ტემპი 0.1 პპ-ით შემცირდა და 14.8% შეადგინა.
  • დეპოზიტების დოლარიზაციამ აგვისტოში 7% შეადგინა.
  • აგვისტოში, მთლიანი საკრედიტო პორტფელის დოლარიზაცია 42.4%-ის ნიშნულზე ნარჩუნდება.


საგარეო სექტორი

  • იმპორტი - აგვისტოში საქონლის იმპორტი წლიურ ჭრილში 6.9%-ით შემცირდა. შემცირების მიმართულებით ძირითადად სამომხმარებლო საქონლის იმპორტი მოქმედებდა, -7 პპ კონტრიბუციით.
  • ექსპორტი - აგვისტოში საქონლის რეგისტრირებული ექსპორტი წლიურად 9 %-ით შემცირდა და 603 მლნ აშშ დოლარს გაუტოლდა. ექსპორტის შემცირება განპირობებული იყო სამომხმარებლო საქონლისა (-6.9 პპ კონტრიბუციით) და საინვესტიციო საქონლის ექსპორტის შემცირებით (-1.4 პპ კონტრიბუციით).
  • აგვისტოს მდგომარეობით, წინა თვესთან შედარებით, ოფიციალური საერთაშორისო რეზერვები 9 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა, რეზერვების მთლიანმა მოცულობამ კი 5.2 მლრდ აშშ დოლარს გადააჭარბა.

გამოცემის ნახვა შესაძლებელია ეროვნული ბანკის ოფიციალურ ვებგვერდზე "პუბლიკაციების" რუბრიკაში.

გამოგვყევით