logo
Loading data...
მთავარი ენერგეტიკა

სტატია

"ენერგეტიკის სფეროში გვქონდა გარკვეული ტემპის შენელება" - ირაკლი კობახიძე

"ენერგეტიკის სფეროში გვქონდა გარკვეული ტემპის შენელება" - ირაკლი კობახიძე

1758877572

ჩვენი ამოცანაა ეკონომიკური ზრდის ტემპის კიდევ უფრო დაჩქარება, მიუხედავად იმისა, რომ ვართ პირველ პოზიციაზე რეგიონსა და ევროპაში ეკონომიკური ზრდის თვალსაზრისით, ვფიქრობთ, არსებობს ტემპის კიდევ უფრო მეტად დაჩქარების პოტენციალი და ამისათვის გაკავეთებთ მაქსიმუმს, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ საქართველოს ბიზნესასოციაციის კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. 

 როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, არის არაერთი დარგი, სადაც კიდევ უფრო მეტის გაკეთება შეიძლება, მაგალითად ენერგეტიკა.

„ენერგეტიკის სფეროში გვქონდა გარკვეული ტემპის შენელება, ასეთი ტენდენციები დაფიქსირდა რამდენიმე წლის განმავლობაში, თუმცა იმ ზომების შედეგად, რომელიც უკვე მივიღეთ, ვფიქრობთ, მომდევნო წლების განმავლობაში ენერგეტიკის განვითარება მაქსიმალურად დაჩქარდება. იყო არასწორი პრაქტიკა ბევრი მიმართულებით ჩამოყალიბებული, მათ შორის მთავარი პრობლემა იყო ნებართვების გადაყიდვის პრაქტიკა, თუმცა არა მხოლოდ, ბევრი მიმართულებით იყო პრობლემები. გპირდებით, რომ ყველა ამ პრობლემას მოვაგვარებთ, შესაბამისად ენერგეტიკის სფეროში მომუშავე კომპანიებს, ექნებათ მაქსიმალური კომფორტი შექმნილი იმისათვის, რომ მათ წარმატებით განახორციელონ შესაბამისი პროექტები. 

ჩვენი ამოცანაა ეკონომიკური ზრდის ტემპის კიდევ უფრო დაჩქარება. მიუხედავად იმისა, რომ ვართ პირველ პოზიციაზე რეგიონში და ევროპაში ეკონომიკური ზრდის თვალსაზრისით, ვფიქრობთ, რომ არსებობს ტემპის კიდევ უფრო მეტად დაჩქარების პოტენციალი და ამისათვის გაკავეთებთ მაქსიმუმს“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ. 

მისივე თქმით, მიმდინარეობს მუშაობა საერთაშორისო კავშირების განვითარებაზეც.

„ძალიან საინტერესო ვიზიტი შედგა არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან, სადაც გვქონდა საუბარი არაერთ ძალიან საინტერესო ერთობლივ პროექტზე, რაზეც უკვე პრაქტიკულად დაწყებულია მუშაობა. უკვე შეთანხმებული ვართ 6,6 მილიარდი დოლარის მოცულობის ინვესტიციის განხორციელებაზე EMAAR ჯგუფის მიერ, Eagle Hills-ის მიერ საქართველოში, რაც ასევე ხელს შეუწყობს ეკონომიკის განვითარებას, ეკონომიკურ ზრდას დააჩქარებს. თუმცა სხვა მიმართულებითაც არაერთი საინტერესო ინიციატივა განვიხილეთ ჩვენს პარტნიორებთან. ვფიქრობთ, ძალიან ბევრი მიმართულებით შედგება წარმატებული თანამშრომლობა“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

გამოგვყევით