logo
Loading data...
მთავარი ეკონომიკა

სტატია

კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ ICPEN-ისა და World Bank-ის 2025 წლის მომხმარებელთა განათლების ჯილდო მიიღო

კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ ICPEN-ისა და World Bank-ის 2025 წლის მომხმარებელთა განათლების ჯილდო მიიღო

1759742360

საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს მომხმარებლის უფლებების დაცვისა და აღსრულების საერთაშორისო ქსელისა (ICPEN) და მსოფლიო ბანკის 2025 წლის მომხმარებელთა განათლების ჯილდო გადაეცა ნომინაციაში - „ბიზნეს-სამომხმარებლო ურთიერთობებში ეფექტიანი კომუნიკაციის სტრატეგიის შემუშავება და განხორციელება“. 

დაჯილდოების ცერემონია დომინიკის რესპუბლიკაში გაიმართა, სადაც GCCA-ის თავმჯდომარე ირაკლი ლექვინაძემ მიიღო მონაწილეობა. 

აღნიშნული ჯილდო სააგენტოს მიერ გამჭვირვალე, ინკლუზიური და ხელმისაწვდომი საკომუნიკაციო სისტემის ჩამოყალიბებისა და განხორციელების მიმართულებით მიღწეული წარმატების საერთაშორისო აღიარებაა. სააგენტოს მიერ შესაბამისი ინიციატივა 2024 წელს - „მომხმარებლის უფლებების დაცვის ეროვნული სტრატეგიის“ ფარგლებში დაინერგა, რომელიც საქართველოს მთავრობამ მოიწონა. სტრატეგიის კონცეფცია ბიზნესსა და მომხმარებლებს შორის კომუნიკაციას განიხილავს როგორც ერთ-ერთ ძირითად მექანიზმს კეთილსინდისიერი და სამართლიანი საბაზრო გარემოს შესანარჩუნებლად. 

სტრატეგიის ფარგლებში, სააგენტომ მრავალეტაპიანი, განგრძობითი საინფორმაციო კამპანიები ჩაატარა, რომელიც მოიცავდა: საზოგადოებასთან კომუნიკაციას მედიის საშუალებით და მიღებული გადაწყვეტილებებისა თუ სტანდარტების პოპულარიზაციას; საინფორმაციო მასალების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფას შშმ პირებისთვის; ცნობიერების გაზრდის მიმართულებით ღონისძიებების ჩატარებას ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებისთვის; უწყვეტ საგანმანათლებლო პროექტებს საქართველოს სკოლებსა და უნივერსიტეტებში; პრაქტიკული მეთოდური სახელმძღვანელოების შექმნასა და გავრცელებას. საკომუნიკაციო სტრატეგიამ, ქვეყნის მასშტაბით, უზრუნველყო ბიზნესისა და მომხმარებლების ცნობიერების გაზრდა, რაც გამოიხატა როგორც მომხმარებელთა მიერ სააგენტოსთვის მომართვიანობის 45%-მდე ზრდაში, ისე სააგენტოს მიერ დადგენილი სტანდარტების ნებაყოფლობით აღსრულებაში. 

ირაკლი ლექვინაძესთან ერთად, დომინიკის რესპუბლიკაში, მომხმარებლის უფლებების დაცვის დეპარტამენტის უფროსი, სერგო სანიკიძე იმყოფებოდა.

გამოგვყევით