2025 წლის 9 თვეში "ეიპიემ ტერმინალს ფოთმა" 481 473 TEU კონტეინერი დაამუშავა, რაც წლიურად 16%-ით გაზრდილი მაჩვენებელია.
კომპანიის ინფორმაციით, 2024 წლის 9 თვეში 406 588 TEU კონტეინერი დამუშავდა. ამავდროულად, 9 თვის მონაცემებით, 13%-ით გაზრდილია საკონტეინერო გემების მიღებაც. „ეიპიემ ტერმინალს ფოთმა“ წლის დასაწყისიდან დღემდე 268 საკონტეინერო გემი მიიღო, ხოლო 2024 წლის იგივე პერიოდში - 237.
რაც შეეხება გენერალურ ტვირთს, კომპანიის მიერ 2025 წლის დასაწყისიდან დღემდე 200 768 ტონა ტვირთი დამუშავდა, რაც 24%-ით მაღალი მაჩვენებელია შარშანდელ ანალოგიურ პერიოდთან მიმართებაში. შარშან ამ დროს ეს რაოდენობა 161 179 ტონას შეადგენდა. საბორნე გზით მიღებული ტვირთი 2024 წლის 9 თვესთან შედარებით მომატებულია 12%-ით. 2025 წლის პირველ 9 თვეში 123 350 ტონა ტვირთი შემოვიდა, ხოლო 2024 წლის ანალოგიურ პერიოდში 110 385 ტონა. 2025 წლის სექტემბრის თვის ჩათვლით, კომპანიის მიერ დამუშავდა 14 914 მანქანიანი კონტეინერი, ხოლო 2024-ში - 14 461 მანქანიანი კონტეინერი.
ჯამში, "ეიპიემ ტერმინალს ფოთის" მიერ 2025-ში დამუშავდა 58 342 ავტომობილი, ხოლო 2024-ში - 58 511 ავტომობილი.