logo
Loading data...
მთავარი ეკონომიკა

სტატია

"საქართველოს ეკონომიკა 2025 წელს 7.5%-ით გაიზრდება" - Galt & Taggart

საქართველოს ეკონომიკა 2025 წელს 7.5%-ით გაიზრდება, ხოლო 2026 წელს 6.0%-ით. ამის შესახებ ინფორმაციას Galt & Taggart ავრცელებს

"საქსტატის წინასწარი მონაცემებით, 2025 წლის აგვისტოში მშპ წლიურად 6.6%-ით გაიზარდა, წინა თვეში არსებული 6.5%-იანი წლიური ზრდის შემდეგ. ჯამურად, 2025 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველოს ეკონომიკა წლიურად 7.9%-ით გაიზარდა. აგვისტოს ზრდა ძირითადად განაპირობა ინფორმაცია და კომუნიკაციის, საფინანსო, პროფესიული და სამეცნიერო საქმიანობის, ენერგეტიკის და ვაჭრობის დარგებმა. ამასთან, კლება დაფიქსირდა მშენებლობის და დამამუშავებელი მრეწველობის დარგებში. ჩვენი პროგნოზით, საქართველოს ეკონომიკა 7.5%-ით გაიზრდება 2025 წელს, ხოლო 6.0%-ით 2026 წელს", - ვკითხულობთ ინფორმაციაში.

გამოგვყევით