logo
Loading data...
მთავარი ბიზნესი

სტატია

"დეგუსტო" წლის ბოლომდე თბილისში კიდევ 3 ფილიალს გახსნის - ინვესტიცია $200 000 შეადგენს

"დეგუსტო" წლის ბოლომდე თბილისში კიდევ 3 ფილიალს გახსნის - ინვესტიცია $200 000 შეადგენს. როგორც "დეგუსტოს" ხელმძღვანელმა სანდრო ნორაკიძემ "ბიზნესპარტნიორთან" განაცხადა, მიმდინარე წელს თბილისში 2 ახალი ფილიალი დაემატა. 

მისივე ინფორმაციით, კომპანიას დღეის მდგომარეობით, თბილისში 23 ფილიალი აქვს და წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, "დეგუსტოს" გაყიდვები, დაახლოებით, 10-15%-ით არის გაზრდილი.

"რეგიონებში ქსელის გაფართოების მიმართულებით მუშაობას მომდევნო წელს დავიწყებთ და პირველი რეგიონი აჭარა იქნება. 

კომპანიის გაყიდვები გაიზარდა, რადგან როგორც უკვე აღვნიშნე ფილიალების რაოდენობაც გაგვეზარდა. ჩვენ მუდმივად ვცდილობთ ასორტიმენტის გაზრდასა და ცვლილებას, რადგან მომხმარებელს მრავალფეროვანი კერძები შევთავაზოთ", - აცხადებს სანდრო ნორაკიძე.

რაც შეეხება ნედლეულს - როგორც კომპანიის ხელმძღვანელმა აღნიშნა, პროდუქციის თვითღირებულების გაზრდის გამო "დეგუსტოს" ფასების კორექტირება მოუწია. 

ცნობისთვის, „დეგუსტო“ ბაზარზე 2016 წლიდანაა და თბილისის მასშტაბით ჯამში 23 ფილიალს ფლობს. კომპანია ნედლეულს როგორც ადგილობრივი ბაზრიდან და ადგილობრივი ფერმერებისგან, ისე იმპორტიორებისგან იღებს. 

გამოგვყევით