logo
Loading data...
მთავარი სოფლის მეურნეობა

სტატია

ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომლებმა, მიმდინარე წლის ოქტომბრის თვეში, სამართალდარღვევის 57 ფაქტი გამოავლინეს

ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომლებმა, მიმდინარე წლის ოქტომბრის თვეში, სამართალდარღვევის 57 ფაქტი გამოავლინეს

1762416418

ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომლებმა, მიმდინარე წლის ოქტომბრის თვეში, სამართალდარღვევის  57 ფაქტი გამოავლინეს.

სააგენტოს მიერ გამოვლენილი სამართალდარღვევებიდან, 55 ფაქტი ხე-ტყის უკანონო მოპოვება და ტრანსპორტირებაა. ჯამში ამოღებულია უკანონოდ მოპოვებული სხვადასხვა სახეობის 150 კუბურ მეტრამდე ხე-ტყე, რომელიც სააგენტოს „საქმიან ეზოებში“ დასაწყობდა.

ქვეყნის მასშტაბით, ხე-ტყის უკანონოდ მოპოვების ფაქტებიდან 16  სამართალდარღვევა გამოვლენილია იმერეთის სატყეო სამსახურის თანამშრომლების მიერ, 4 - სამცხე-ჯავახეთის, 9 - გურიის,  11 - ქვემო ქართლის, 5 - კახეთის, მცხეთა-მთიანეთის - 6, სამეგრელო-ზემო სვანეთის - 3, ხოლო 1 - შიდა ქართლის  სატყეო სამსახურის თანამშრომლების მიერ.

ამავე პერიოდში,  სამეგრელო ზემო-სვანეთისა და ქვემო ქართლის რეგიონებში გამოვლინდა სახელმწიფო ტყის თვითნებურად დაკავების 2 ფაქტი.

აღსანიშნავია, რომ 2025 წლის იანვარ-ოქტომბრის თვეში,  ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომლების მიერ, ჯამში, ქვეყნის მასშტაბით, ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 510 ფაქტია გამოვლენილი; „საქმიან ეზოებში“ დასაწყობებული რესურსის მოცულობამ 1350  კუბური მეტრი შეადგინა.  ამავე პერიოდში, ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომლების მიერ, ქვეყნის მასშტაბით გამოვლენილია სახელმწიფო ტყის ფონდის თვითნებურად დაკავების  56  ფაქტი.

გამოგვყევით