logo
Loading data...
მთავარი სოფლის მეურნეობა

სტატია

"ღვინის ინდუსტრიაში აუცილებელია სიახლეებზე წვდომა, ახალი ტექნოლოგიების დანერგვა, რაშიც განსაკუთრებული როლი აქვს OIV-ს" - დავით სონღულაშვილი

"ღვინის ინდუსტრიაში აუცილებელია სიახლეებზე წვდომა, ახალი ტექნოლოგიების დანერგვა, რაშიც განსაკუთრებული როლი აქვს OIV-ს" - დავით სონღულაშვილი

1776155360

იტალიის რესპუბლიკაში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა დავით სონღულაშვილმა ვაზისა და ღვინის საერთაშორისო ორგანიზაციის (OIV) კონფერენციის „ვაზისა და ღვინის კულტურული ღირებულების აღიარება: საერთაშორისო პერსპექტივები“ სესიაზე ყურადღება ღვინის სექტორში განათლების, სიახლეების წვდომის და განვითარების მნიშვნელობაზე გაამახვილა.

„ღვინის კულტურული ღირებულების საერთაშორისო აღიარება ნიშნავს, რომ ჩვენ ვაღიარებთ ერთმანეთის ისტორიებს, წარსულსა და ტრადიციებს, რომელიც თითოეული ქვეყნისთვის დამახასიათებელი, ავთენტური და უნიკალურია. ღვინო არის კომუნიკაციის ენა და ვფიქრობ, სწორედ ეს არის გასაღები, თუ როგორ შეიძლება დავინახოთ ღვინის კულტურული ღირებულება საერთაშორისო დონეზე.  ღვინო ქმნის სივრცეს, სადაც ადამიანები თავისუფლად ცვლიან აზრებს და უზიარებენ ემოციებს. სწორედ ამიტომ, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ საერთაშორისო დონეზე ღვინის კულტურულ ღირებულებაზე, უნდა დავინახოთ მისი ძალიან მნიშვნელოვანი ფუნქცია, რომ ღვინო აკავშირებს ადამიანებს, მოვლენებს და აერთიანებს მათ“, - განაცხადა დავით სონღულაშვილმა.

მინისტრმა ღვინის ინდუსტრიის განვითარებასა და გაძლიერებაში საერთაშორისო პლატფორმებისა და ორგანიზაციების, მათ შორის  ვაზისა და ღვინის საერთაშორისო ორგანიზაციის (OIV) და UNESCO-ს როლზე გაამახვილა ყურადღება.

„ვისარგებლებ შემთხვევით და გამოვხატავ მადლიერებას მნიშვნელოვანი მხარდაჭერისა და იმ საქმიანობისთვის, რომელსაც ვაზისა და ღვინის საერთაშორისო ორგანიზაცია (OIV) და UNESCO მსოფლიო ღვინის ინდუსტრიისთვის აკეთებს. ქვევრში ღვინის დაყენების უნიკალური ქართული ტრადიცია UNESCO-ს მიერ უკვე აღიარებულია როგორც არამატერიალური მემკვიდრეობა, თუმცა არანაკლები ყურადღების ქვეშ შეიძლება მოექცეს „მარანი”, „სუფრა”, „რთველი”, რომლებიც ქართული ღვინის პოპულარიზაციისთვის ძალიან მნიშვნელოვანი კომპონენტებია და საინტერესოა ღვინის ტურიზმისთვის“, - აღნიშნა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა.

გამოგვყევით