logo
Loading data...
მთავარი სოფლის მეურნეობა

სტატია

გურჯაანის მუნიციპალიტეტში სარწყავი არხების გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს

გურჯაანის მუნიციპალიტეტში სარწყავი არხების გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს

1764315712

საქართველოს მასშტაბით სამელიორაციო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია ინტენსიურად ხორციელდება. ამის შესახებ ინფორმაციას "საქართველოს მელიორაცია" ავრცელებს. 

"მიმდინარე სამუშაოების მიზანია საირიგაციო სისტემების ეფექტიანობის ამაღლება, წყლის მიწოდების სტაბილურობის გაზრდა და სასოფლო-სამეურნეო წარმოებისთვის საჭირო პირობების გაუმჯობესება.

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭანდარში მიმდინარეობს გამანაწილებელი არხის 2.4 კილომეტრიანი მონაკვეთის წმენდა დანალექი გრუნტისგან და ხე-ბუჩქნარისგან.

აღნიშნული სამუშაოების დასრულების შემდეგ, სარწყავი წყალი უფრო სტაბილურად და დროულად მიეწოდება დაახლოებით 30-40 ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობს.

შპს „საქართველოს მელიორაცია“ სარწყავი არხის წმენდის სამუშაოებს ნოემბრის ბოლოს დაასრულებს.

კახეთში, 2012-2024 წლებში განხორციელებული სამელიორაციო ინფრასტრუქტურული პროექტების შედეგად, დამატებით 20 140 ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობია წყალუზრუნველყოფილი, სარწყავი წყლის მიწოდება 16 285 ჰექტარზე გაუმჯობესდა, დრენირებული მიწის ფართობის რაოდენობა 8 725 ჰექტარია,"- "საქართველოს მელიორაცია". 

გამოგვყევით