logo
Loading data...
მთავარი ეკონომიკა

სტატია

"მომხმარებელთა 70% FMCG პროდუქციისთვის ელ.კომერციას არ იყენებს, 30% კი კურიერი კომპანიების სერვისით სარგებლობს" - TBC Capital

"მომხმარებელთა 70% FMCG პროდუქციისთვის ელ.კომერციას არ იყენებს, 30% კი კურიერი კომპანიების სერვისით სარგებლობს" - TBC Capital

1764253260

მომხმარებელთა 70% FMCG პროდუქციისთვის ელ. კომერციას არ იყენებს, 30% კი კურიერი კომპანიების სერვისით სარგებლობს, - ამის შესახებ TBC Capital-ის კვლევაშია აღნიშნული.

მათივე ინფორმაციით, აღნიშნული 30%-დან - 23% ქსელური მარკეტების აპლიკაციას იყენებს, 8% ქსელური მარკეტის ვებგვერდს, ხოლო დანარჩენი 69% კურიერი კომპანიების სერვისს.

გარდა ამისა, კვლევაში აღნიშნულია, რომ მომხმარებლებისთვის ფასი გადამწყვეტია და ხორცის და ხილ-ბოსტნეულის შესყიდვის დიდი ნაწილი თანამედროვე ბაზრის მიღმა ხდება.

რაც შეეხება ზოგადად, FMCG ბაზრის ტენდენციებს - როგორც კვლევაში ვკითხულობთ, მიმდინარე წელს ჯამური FMCG ბაზარი მოსალოდნელზე სწრაფად გაიზარდა, თუმცა მოკლევადიან პერსპექტივაში კვლავ ზრდის ტემპის დასტაბილურებაა მოსალოდნელი.

გამოგვყევით