ვალუტის გადამცვლელ პუნქტ ი/მ „ლია კაპანაძე“ ეროვნულმა ბანკმა ჯამში 85 000 ლარით დააჯარიმა.
- ვალუტის გადამცვლელ პუნქტს ფინანსური მონიტორინგის სამსახურში პირველადი აღრიცხვის ფორმა არ ჰქონდა წარდგენილი, რაც ითვალისწინებს დაჯარიმებას - 3,000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით;
- ვალუტის გადამცვლელი პუნქტის მიერ კლიენტის და ოპერაციების (გარიგების) შესახებ ინფორმაციის სპეციალური პროგრამული (ელექტრონული) სისტემის საშუალებით აღურიცხაობის 9 (ცხრა) ფაქტი, რაც ითვალისწინებს დაჯარიმებას 7,000 (შვიდი ათასი) ლარის ოდენობით, დარღვევის თითოეულ ფაქტზე, სულ 63,000 (სამოცდასამი ათასი) ლარი;
- ვერიფიკაციის გარეშე პირების მომსახურების 6 (ექვსი) შემთხვევა, რაც ითვალისწინებს დაჯარიმებას 1,000 (ათასი) ლარის ოდენობით, დარღვევის თითოეულ ფაქტზე. სულ 6,000 (ექვსი ათასი) ლარი;
- „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებული მოთხოვნების შეუსრულებლობა. კერძოდ, ვალუტის გადამცვლელი პუნქტი ვერ უზრუნველყოფს ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის მიზნებისათვის შიდა კონტროლისა და მონიტორინგის განხორციელებასთან დაკავშირებული ვალდებულებების შესრულებას. ვალუტის გადამცვლელ პუნქტს შემუშავებული არ აქვს შიდა ინსტრუქცია, რაც ითვალისწინებს დაჯარიმებას 3,000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით;
- „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის მე-6 პუნქტი გათვალისწინებული მოთხოვნების შეუსრულებლობა. ვალუტის გადამცვლელ პუნქტში ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის მიზნებისთვის დანერგილი პროგრამული (ელექტრონული) სისტემა მნიშვნელოვანი ხარვეზებით ფუნქციონირებს. კერძოდ, ვერ უზრუნველყოფს საეჭვო/უჩვეულო გარიგებების გამოვლენასა და პირების გადამოწმებას სანქციადაკისრებულ და პოლიტიკურად აქტიურ პირთა სიებში, რაც ითვალისწინებს დაჯარიმებას 10,000 (ათი ათასი) ლარის ოდენობით.