logo
Loading data...
მთავარი ბიზნესი

სტატია

"შავი პარასკევის" პერიოდში, სავაჭრო ობიექტებში გაყიდვების 40%-იანი ზრდა ფიქსირდება - "გალერია თბილისი"

დაგროვილი გამოცდილების გათვალისწინებით, "შავი პარასკევის" პერიოდში, სავაჭრო ობიექტებში გაყიდვების დაახლოებით, 40%-იანი ზრდა ფიქსირდება, - ამის შესახებ "ბიზნესპარტნიორს" "გალერია თბილისიდან" აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, მიმდინარე პერიოდში, სავაჭრო ცენტრში მომხმარებლების აქტივობა უკვე საკმაოდ მაღალია და მომხმარებელი წინასწარ ახორციელებს მისთვის სასურველი პროდუქციის შესყიდვას.

"წინა წლებთან შედარებით, შეიძლება ითქვას რომ შეიცვალა როგორც მომხმარებლის ასევე, ბრენდების ქცევა, რაც გამოიხატება იმაში რომ "შავი პარასკევის" შეთავაზებები საშუალოდ ერთი კვირით ადრე ცხადდება და შესაბამისად, მომხმარებელიც აღარ ელოდება პარასკევ დღეს.

გამომდინარე იქიდან, რომ "გალერია თბილისში" არსებული მაღაზიების კატეგორიებიდან ძირითადად არის მოდის მიმართულების მაღაზიები, მოთხოვნაც შესაბამისად ნაწილდება ტანსაცმელი, ფეხსაცმელისა და აქსესუარების მიმართულებით", - აღნიშნავენ "გალერია თბილისში".

ცნობისთვის, მრავალფუნქციური სავაჭრო ცენტრი "გალერია თბილისი" თავისუფლების მოედანზე 2017 წელს გაიხსნა. სავაჭრო ცენტრში განთავსებულია მრავალი ცნობილი ბრენდისა თუ ადგილობრივი, ქართველი დიზაინერების პროდუქცია. აღნიშნულის გარდა, "გალერია თბილისში" მოქცეულია თავისუფალი თეატრი, გრიბოედოვის თეატრი, კინოთეატრი კავეა და ბოულინგის დარბაზი, საბავშვო გასართობი ცენტრი, კაფეები, რესტორნები და სწრაფი კვების ობიექტები.

გამოგვყევით