logo
Loading data...
მთავარი ეკონომიკა

სტატია

ფიტოსანიტარიულ მოთხოვნებთან შუსაბამობის გამო, მოჭრილი ყვავილები ექსპორტიორ ქვეყანაში გაბრუნებას დაექვემდებარა

ფიტოსანიტარიულ მოთხოვნებთან შუსაბამობის გამო, მოჭრილი ყვავილები ექსპორტიორ ქვეყანაში გაბრუნებას დაექვემდებარა

1764262613

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო გამშვებ პუნქტშისადახლო-საავტომობილო“, უცხო ქვეყნიდან შემოსული, 10185 ცალი სხვადასხვა სახეობის მოჭრილი ყვავილებით დატვირთული უცხო ქვეყნიდან შემოსული ავტოსატრანსპორტო საშუალება იქნა შეჩერებული.

შემოსავლების სამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, სასაზღვრო-საკარანტინო კონტროლის პროცედურების განხორციელებისას, საქართველოს ფიტოსანიტარიულ მოთხოვნებთან შეუსაბამობა კერძოდ, მოჭრილ მცენარეებზე ცოცხალი მავნე ორგანიზმები და მათ მიერ გამოწვეული დაზიანებები გამოვლინდა.

საქართველოს მთავრობის 2019 წლის 20 სექტემბრის №463 დადგენილების შესაბამისად, აღნიშნული საქონელი ექსპორტიორ ქვეყანაში გაბრუნებას დაექვემდებარა.

გამოგვყევით