logo
Loading data...
მთავარი სოფლის მეურნეობა

სტატია

იაყუბლოს წყალსაცავზე ინფრასტრუქტურული სამუშაოები დასრულდა

იაყუბლოს წყალსაცავზე ინფრასტრუქტურული სამუშაოები დასრულდა

1765965531

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შპს „საქართველოს მელიორაციამ“  იაყუბლოს წყალსაცავზე სარეაბილიტაციო სამუშაოები დაასრულა. სამუშაოების ფარგლებში, წყალგამშვებ კოშკზე აღდგა დაზიანებული ბაქანი, დამონტაჟდა დამცავი გისოსის ტიპის კარი. ასევე, რესტავრაცია ჩაუტარდა იაყუბლოს მიმყვანი არხის სათავე-ნაგებობას და დამატებით მკვებავ მილსადენს, მოეწყო დაზიანებული გადასასვლელი ხიდი, შეიცვალა კონსტრუქციები.

იაყუბლოს მიმყვანი არხის სათავე-ნაგებობისა და დამატებითი მკვებავი მილსადენის რეაბილიტაციის სამუშაოების დასრულების შედეგად, შეიქმნა პირობები  ინფრასტრუქტურის გამართული და უსაფრთხო ექსპლუატაციისთვის. ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფლებში, დაახლოებით 140 ჰექტრამდე სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობი სრულად არის უზრუნველყოფილი წყალმომარაგებით.

გამოგვყევით