logo
Loading data...
მთავარი სოფლის მეურნეობა

სტატია

"იწყება საქართველოს სოფლის მეურნეობის განვითარების ახალი, მოდერნიზებული ეტაპი" - დავით სონღულაშვილი

"იწყება საქართველოს სოფლის მეურნეობის განვითარების ახალი, მოდერნიზებული ეტაპი" - დავით სონღულაშვილი

1776947564

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ ახალი პროგრამა - „აგროთანადაფინანსების სახელმწიფო პროგრამა“ წარადგინა, რომელიც აგროსექტორის მხარდაჭერის განახლებულ და თანამედროვე მიდგომას ეფუძნება.

პროგრამის პრეზენტაცია მისასალმებელი სიტყვით საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა დავით სონღულაშვილმა გახსნეს.

დავით სონღულაშვილმა ბოლო ათწლეულში სახელმწიფოს თანმიმდევრული პოლიტიკის შედეგებზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ ამ პერიოდში მნიშვნელოვნად გაფართოვდა აგროსექტორის მხარდაჭერის ინსტიტუციური, ინფრასტრუქტურული, ფინანსური და ტექნიკური მექანიზმები, რაც უკვე ნათლად აისახა როგორც წარმოების, ისე ექსპორტის ზრდაზე.

დღევანდელი დღე კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ პოლიტიკური ნების და გრძელვადიანი ხედვის პირობებში შესაძლებელია სოფლის მეურნეობის განვითარების სრულიად ახალი, ტრანსფორმაციული პროგრამის მომზადება. იწყება საქართველოს სოფლის მეურნეობის განვითარების ახალი, მოდერნიზებული ეტაპი. ჩვენი მიზანია საქართველოს აგროსექტორის სრული პოტენციალის ათვისება, მისი კონკურენტუნარიანობის გაძლიერება და გლობალურ ბაზრებზე პოზიციების განმტკიცება.

აგროთანადაფინანსების პროგრამა მომზადდა ფერმერებთან ფართო დიალოგისა და საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის გათვალისწინებით, ქვეყნის რეალურ საჭიროებებზე დაყრდნობით. შედეგად, ჩამოვაყალიბეთ სექტორის მხარდაჭერის ახალი ხედვა, რომელიც ეფუძნება ეფექტიანობასა და შედეგზე ორიენტირებულობას. პროგრამის მთავარი მიზანია აგროსექტორის განვითარების დაჩქარება, ცოდნის გაღრმავება, ექსპორტის ზრდის ხელშეწყობა და სასურსათო უსაფრთხოების გაძლიერება. ამ რეფორმამ უნდა უზრუნველყოს ფერმერების გაძლიერება, მაღალხარისხიანი ქართული პროდუქციის წარმოება, იმპორტის ჩანაცვლება და საექსპორტო პოტენციალის ზრდა”, - აღნიშნა დავით სონღულაშვილმა.

„აგროთანადაფინანსების სახელმწიფო პროგრამა“ მიზნად ისახავს ერთიანი, ინტეგრირებული, გამჭვირვალე და შედეგებზე ორიენტირებული სისტემის ჩამოყალიბებას. ბენეფიციართა შერჩევა განხორციელდება წინასწარ განსაზღვრული და გამჭვირვალე კრიტერიუმების საფუძველზე, რაც უზრუნველყოფს პროცესის სამართლიანობასა და ეფექტიანობას.

გამოგვყევით