logo
Loading data...
მთავარი სოფლის მეურნეობა

სტატია

"IWSC-ის მსგავს კონკურსებში მონაწილეობა საუკეთესო შესაძლებლობაა, მიიღო ობიექტური უკუკავშირი და ის სამომავლო განვითარებისთვის გამოიყენო"

"IWSC-ის მსგავს კონკურსებში მონაწილეობა საუკეთესო შესაძლებლობაა, მიიღო ობიექტური უკუკავშირი და ის სამომავლო განვითარებისთვის გამოიყენო"

1794218021

ღვინისა და სპირტიანი სასმელების კონკურსი (IWSC) საქართველოში, რომელიც საქართველოს ღვინის ეროვნულ სააგენტოსა და გურჯაანის ღვინის ფესტივალთან პარტნიორობით ეწყობა, პირველად იმერეთის რეგიონში, ქუთაისში ჩატარდება. ჟიურის წევრებს შესაძლებლობა ექნებათ, ქართული ღვინის მრავალფეროვნება დასავლეთ საქართველოს მაგალითზე აღმოაჩინონ.

კონკურსზე მიღებული აღიარების მნიშვნელობაზე, მეღვინეობის განვითარების პრიორიტეტებსა და საერთაშორისო კონკურსებში მონაწილეობის გამოცდილებაზე, გვესაუბრება 2026 წლის ოქროს მედლის მფლობელი კომპანიის, „მილდიანის საოჯახო მეღვინეობის“ დამფუძნებელი, ელდარ მილდიანი.  


-ბ-ნო ელდარ, რას ნიშნავს IWSC-ზე მიღებული ოქროს მედალი თქვენი მეღვინეობის და სამომავლო გეგმებისთვის?


-IWSC-ის ოქროს მედალი იმ სწორი გზისა და ხარისხის აღიარებაა, რომელსაც„მილდიანის საოჯახო მეღვინეობა“ უკვე 35 წელია ერთგულად მიჰყვება. ეს მაღალი შედეგი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ტრადიციული ქართულიღვინო თავისი ავთენტურობითა და უნიკალური ტერუარით აბსოლუტურდკონკურენტუნარიანია გლობალურ ბაზარზე. წარმატება ამყარებს ჩვენსპოზიციებს არსებულ საერთაშორისო ასპარეზზე და გზას გვიხსნის ახალიპლატფორმებისკენ.


-რას უთმობთ განსაკუთრებულ ყურადღებას თქვენი მეღვინეობის განვითარებისა და წინსვლისთვის?

-ჩვენი განვითარების ფუნდამენტი ტრადიციისა და თანამედროვეობისჰარმონიული სინთეზია. განსაკუთრებულ ყურადღებას სამ ძირითადმიმართულებას ვუთმობთ: ვენახს, ინოვაციებსა და მომხმარებელთანურთიერთობას. ვენახი ის ადგილია, საიდანაც ჯიშის ავთენტური ხასიათი, მისი ავთენტურობადა სინამდვილე მოგვაქვს. ტექნოლოგიური ინოვაციები საშუალებას გვაძლევს, საუკუნოვანი ქვევრის მეღვინეობა და თანამედროვე მიდგომები ჰარმონიულადავსებდნენ ერთმანეთს.  მომხმარებელთან კომუნიკაციისას კი ვცდილობთ, მსოფლიოს არამხოლოდმაღალი ხარისხის ღვინო, არამედ ქართული ღვინის მდიდარი კულტურა და ჩვენი 35-წლიანი ოჯახური მეღვინეობის ისტორია გავუზიაროთ.


-IWSC-ში მონაწილეობის გამოცდილებით, რას ურჩევდით სხვა ქართველ მეღვინეებს საერთაშორისო კონკურსებში მონაწილეობისა და მიღებული შედეგების გამოყენების კუთხით? რა არის მნიშვნელოვანი მედლის მიღების შემდეგ?

სხვა ქართველ მეღვინეებს ვურჩევდი, არასდროს შეუშინდნენ საერთაშორისო ასპარეზზე გასვლასა და საკუთარი პროდუქტის პროფესიონალურ შეფასებას. IWSC-ის მსგავს კონკურსებში მონაწილეობა საუკეთესო შესაძლებლობაა, მიიღო ობიექტური უკუკავშირი და ის სამომავლო განვითარებისთვის გამოიყენო. მედლის მიღების შემდეგ ყველაზე მნიშვნელოვანი სწორი კომუნიკაცია და ამაღიარებით მოტანილი პასუხისმგებლობის გააზრებაა. მედალი თავისთავად ღვინოს ვერ გაყიდის — ის მარკეტინგული სტრატეგიის ნაწილი უნდა გახდეს. ამასთან, ჯილდოს მოპოვებაზე გაცილებით რთული ხარისხის სტაბილური შენარჩუნებაა: მომხმარებელი, რომელიც ოქროსმედალიოსან ღვინოს ყიდულობს, ყოველ მომდევნო მოსავალში იმავე უმაღლეს სტანდარტს ელის.და ბოლოს, თითოეული ქართველი მეღვინეობის წარმატება ასეთ პრესტიჟულ პლატფორმაზე მნიშვნელოვანი იმპულსია მთლიანად საქართველოს, როგორც ღვინის ქვეყნის, გლობალური ცნობადობისა და პოზიციონირების ასამაღლებლად.

გამოგვყევით