logo
Loading data...
მთავარი სოფლის მეურნეობა

სტატია

ლამი-მისაქციელის სარწყავ არხზე გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს

ლამი-მისაქციელის სარწყავ არხზე გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს

1776233698

შპს „საქართველოს მელიორაცია“ ლამი-მისაქციელის მაგისტრალურ სარწყავ არხს ნატანი მასისგან წმენდს. აღნიშნული სამუშაოები სისტემის გამტარუნარიანობის აღდგენასა და სარწყავი წყლის შეუფერხებლად მიწოდებას უზრუნველყოფს.

ლამი-მისაქციელის მაგისტრალური არხი ოთხ სოფელს ემსახურება. სამუშაოების დასრულების შემდეგ მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება სარწყავი წყლის მიწოდება. შედეგად,  ფერმერები 600 ჰექტრამდე სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობზე წყალს სტაბილურად მიიღებენ, რაც დადებითად აისახება მოსავლიანობაზე და მთლიანად აგროსექტორის განვითარებაზე.

მსგავსი ტიპის სამუშაოები  ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში აქტიურად მიმდინარეობს და მიზნად ისახავს სამელიორაციო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებასა და წყალმომხმარებლებისთვის ხარისხიანი მომსახურების უზრუნველყოფას.

გამოგვყევით