logo
Loading data...
მთავარი სოფლის მეურნეობა

სტატია

"ქვეყანას რძის სექტორს განვითარების პოტენციალი აქვს, კომპლექსური მუშაობით იმპორტის ჩანაცვლება შესაძლებელია" - კახა კონიაშვილი

"ქვეყანას რძის სექტორს განვითარების პოტენციალი აქვს, კომპლექსური მუშაობით იმპორტის ჩანაცვლება შესაძლებელია" - კახა კონიაშვილი

1768539780

ქვეყანას რძის სექტორს განვითარების პოტენციალი აქვს და კომპლექსური მუშაობით იმპორტის ჩანაცვლება შესაძლებელია.  ამის შესახებ "ბიზნესპარტნიორს" რძის პროდუქტების მწარმოებელთა ასოციაციის ხელმძღვანელმა, კახა კონიაშვილმა განუცხადა. 

"ჩვენ ვნახეთ, რომ სახელმწიფო ძალიან მოტივირებულია, რომ ეს დარგი განვავითაროთ და იმედი, მაქვს მომავალში ძალიან კარგ შედეგებამდე მივალთ და დარგის განვითარებას ერთობლივად შევუწყობთ ხელს.

მრავალი საკითხია გადასაჭრელი იმისთვის, რომ ქვეყანაში რძის წარმოება საკმარისი გახდეს და ჩვენ იმპორტის ჩანაცვლება რეალურად შევძლოთ. (პირველ რიგში რძის ფხვნილის იმპორტის ჩანაცვლებაზეა საუბარი და შემდეგ სხვა პროდუქტებზე). ქვეყანაში გასაუმჯობესებელია საქონლის ჯიშობრივი მიმართულება. როგორც აღვნიშნე საკითხი კომპლექსურია. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხია საქონელი -  ის საქონელი, რომელიც ქვეყანაშია საკმაოდ დაბალ პროდუქტიულია, მეორე მიმართულებაა ცოდნის გაღრმავება, ხოლო მესამე მიმართულებაა პირუტყვის საკვების წარმოების ხელშეწყობა. ჩვენ თუ გვინდა, რომ პროდუქტიული საქონელი გვყავდეს, მას შესაბამისი კვებაც სჭირდება. აღნიშნულის გარდა, მთელი რიგი საკითხებია, მათ შორის, საძოვრების და ა.შ., რომელზედაც აქტიურად არის სამუშაო. 

საქართველოს ტრადიციული გამოცდილებიდან გამომდინარე, აღნიშნული დარგის განვითარების პოტენციალი ნამდვილად აქვს. შესაბამისად, მონდომება და სურვილი საბოლოო შედეგს აუცილებლად გამოიღებს. მთავარია ნება, სურვილი და სახელმწიფოს მხრიდან დახმარების ეფექტიანი საფუძვლების შემუშავება", - აცხადებს კახა კონიაშვილი. 

მანვე აღნიშნა, რომ რძის სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე ერთ-ერთი განსახილველი საკითხი იყო აფლატოქსინის ზღვრული ნორმა, რომელიც ერთ-ერთ გამოწვევად რჩება.

"ბოლო პერიოდში აფლატოქსინის შემოწმების მეთოდები გამკაცრდა და ზღვარი 0.005-მდე იქნა დაწეული. აღნიშნულმა, მიუხედავად იმისა, რომ ზღვრის დაწესებისკენ მისწრაფება ყველას გვქონდა, დარგში მთელი რიგი სირთულეები გამოიწვია, რადგან ზოგადად სექტორი და სახელმწიფო ამისთვის მზად არ აღმოჩნდა", - აღნიშნა კახა კონიაშვილმა. 

შეგახსენებთ, რძის სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე სახელმწიფომ ფერმერების პოზიციები მოისმინა და მხარეები შეთანხმდნენ, რომ შეიქმნება ერთობლივი სამუშაო ჯგუფი, რომელიც ყველა საკითხზე ძირფესვიანად იმუშავებს.

გამოგვყევით