logo
Loading data...
მთავარი სოფლის მეურნეობა

სტატია

რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის რეგიონში სატყეო უბნების ადმინისტრაციები ახალ შენობებში იფუნქციონირებს

რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის რეგიონში სატყეო უბნების ადმინისტრაციები ახალ შენობებში იფუნქციონირებს

1773648676

რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის რეგიონში სატყეო უბნების ადმინისტრაციები ახალ შენობებში იფუნქციონირებს. ადმინისტრაციული შენობების მშენებლობა დასრულებულია  ცაგერში, ლენტეხსა და ონში.  ამბროლაურში მიმდინარე სამშენებლო სამუშაოებს ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსი ბესიკ ამირანაშვილი ადგილზე გაეცნო.

ეროვნული სატყეო სააგენტოს ინიციატივით, ქვეყნის მასშტაბით, ჯამში, 10 ადმინისტრაციული შენობა მოეწყობა. 

სატყეო სამსახურების გაძლიერებისა და მოსახლეობისთვის სატყეო სააგენტოს სერვისებზე ხელმისაწვდომობის გამარტივების მიზნით, დამატებით აშენდა ახალი ადმინისტრაციული შენობები, რაც  ადგილობრივ მოსახლეობასა და კერძო სექტორს მისცემს შესაძლებლობას, ტყესთან დაკავშირებული ინფორმაცია ადგილზე, გაცილებით მარტივად მიიღონ“, - აღნიშნა ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსმა, ბესიკ ამირანაშვილმა.

ინსტიტუციური შესაძლებლობების გაძლიერება და  შესაბამისი სამუშაო პირობების შექმნა, ისევე, როგორც სააგენტოს ტექნიკური გადაიარაღება თანამედროვე ტექნოლოგიური საშუალებებით, სატყეო რეფორმის ერთ-ერთი  პრიორიტეტული მიმართულებაა.

გამოგვყევით