logo
Loading data...
მთავარი სოფლის მეურნეობა

სტატია

საქართველოდან აგროსასურსათო პროდუქციის ექსპორტი 14%-ით გაიზარდა და $1.1 მლრდ-ს მიაღწია

2026 წლის 31 ივლისის მდგომარეობით, საქართველოდან აგროსასურსათო პროდუქციის ექსპორტმა 1.1 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2025 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 14%-ით მეტია. გასული წლის იმავე პერიოდში ექსპორტის მოცულობა 969 მილიონი აშშ დოლარი იყო.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, მიმდინარე წლის პირველ შვიდ თვეში ექსპორტის სტრუქტურაში ლიდერობს ყურძნის ნატურალური ღვინოები, რომლის ექსპორტის ღირებულებამ 143.2 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა. მას მოსდევს სპირტიანი სასმელები (138.2 მლნ აშშ დოლარი), უალკოჰოლო გაზიანი სასმელები (120.5 მლნ აშშ დოლარი), მინერალური და მტკნარი წყლები (115.9 მლნ აშშ დოლარი), კაკლოვანი ხილი, ძირითადად თხილი (78.4 მლნ აშშ დოლარი) და მოცვი (62.9 მლნ აშშ დოლარი).

რაც შეეხება საექსპორტო ბაზრებს, ქართული აგროსასურსათო პროდუქციის ძირითადი მიმართულებებია რუსეთი, ევროკავშირის ქვეყნები, აზერბაიჯანი, სომხეთი, ყაზახეთი, უკრაინა და უზბეკეთი.

გამოგვყევით