logo
Loading data...
მთავარი სოფლის მეურნეობა

სტატია

"საქართველოს მელიორაციაში" ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებმა სტაჟირება გაიარეს

"საქართველოს მელიორაციაში" ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებმა სტაჟირება გაიარეს

1749894810

შპს ,,საქართველოს მელიორაციაში“ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აგრარული მეცნიერებების და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტის - აგროინჟინერია, ნიადაგის და წყლის სპეციალობა,  სტუდენტებმა სტაჟირება გაიარეს.

"1 თვის განმავლობაში, სტუდენტები კომპანიის რეგიონულ სერვისცენტრებსა და სამელიორაციო ინფრასტრუქტურის ობიექტებზე მუშაობის სპეციფიკას გაეცნენ.

სტაჟირება შპს „საქართველოს მელიორაციასა“ და საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს შორის გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში ჩატარდა. მემორანდუმი მიზნად ისახავს სოფლის მეურნეობის დარგში ახალგაზრდა კვალიფიციური კადრების მომზადების მხარდაჭერას, პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავებასა და პროფესიული განვითარების ხელშეწყობას.

კომპანიაში გამართულ შეხვედრაზე, რომელსაც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები და საქართველოს მელიორაციის შესაბამისი დეპარტამენტების წარმომადგნელები ესწრებოდნენ, სტუდენტებმა სტაჟირების შემაჯამებელი პრეზენტაცია წარმოადგინეს, რის შემდეგაც სერტიფიკატები გადაეცათ,"-აღნიშნულია "საქართველოს მელიორაციის" მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

 

ნინო თანდილაშვილი: საქართველო, როგორც შავი ზღვისპირა ქვეყანა, სრულად აცნობიერებს რეგიონული თანამშრომლობის მნიშვნელობას საერთო გამოწვევების დაძლევის და მდგრადი განვითარების უზრუნველსაყოფად

ნინო თანდილაშვილი: საქართველო, როგორც შავი ზღვისპირა ქვეყანა, სრულად აცნობიერებს რეგიონული თანამშრომლობის მნიშვნელობას საერთო გამოწვევების დაძლევის და მდგრადი განვითარების უზრუნველსაყოფად

გამოგვყევით