logo
Loading data...
მთავარი სოფლის მეურნეობა

სტატია

"საქართველოში აგრო მიმართულებით ინვესტიციის განხორციელებით, აგრო სექტორის უდიდესი ფონდები დაინტერესდნენ"

"საქართველოში აგრო მიმართულებით ინვესტიციის განხორციელებით, აგრო სექტორის უდიდესი ფონდები დაინტერესდნენ,"- ამის შესახებ გადაცემა "ბიზნესი რუსთავის 2-თან" კომპანია "ქართული ზეთისხილის" დამფუძნებელმა, გიორგი სვანიძემ განაცხადა.

მისი თქმით, "აბრეშუმის გზის ფორუმის" ფარგლებში ძალიან კარგი და მნიშვნელოვანი კონტაქტები დამყარდა, რომლებიც ზეთისხილის განვითარების მიმართულებითაც მზად არიან ინვესტიციები განახორციელონ. საქართველოში მოყვანილ ზეთისხილს კი ექსპორტზე გაიტანენ.

"მემორანდუმი უკვე გაფორმებულია და ახლა უშუალოდ ვმუშაობთ ფასებზე,  ქარხნის მშენებლობაზე, დეტალებსა და დანადგარებზე. უკვე კონკრეტულ ნაბიჯებს ვდგამთ, რათა ბიზნესგეგმა შემუშავდეს და ამით, დარგის განვითარებას ხელი შევუწყოთ,"- აცხადებს სვანიძე.

კომპანია "ქართული ზეთისხილის" დამფუძნებელი განმარტავს, რომ პირველი საექსპორტო ბაზარი შუა აღმოსავლეთი იქნება. მემორანდუმი კომპანია "კარფურთან" გაფორმდა, რაც იმას ნიშნავს, რომ ქართული ზეთისხილი "კარფურის" ყველა  ქსელურ მარკეტში პრემიუმ სეგმენტის სახით იქნება წარმოდგენილი.

ცნობისთვის, "თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმს" საქართველომ წელს უკვე მეოთხედ უმასპინძლა.  ეს არის ორდღიანი პლატფორმა, რომელიც აზიასა და ევროპას შორის ეკონომიკური, პოლიტიკური და კულტურული კავშირების გაღრმავების მნიშვნელოვან შესაძლებლობად იქცა. საერთაშორისო ფორუმის ფარგლებში წელს საქართველოს 60 ქვეყნიდან 2000-ზე მეტი დელეგატი ესტუმრა.

გამოგვყევით