logo
Loading data...
მთავარი სოფლის მეურნეობა

სტატია

სოფელ ეწერში სარწყავი არხები იწმინდება

სოფელ ეწერში სარწყავი არხები იწმინდება

1751361708

შპს „საქართველოს მელიორაცია“, სამელიორაციო ინფრასტრუქტურის მოწესრიგების  ფარგლებში, ეწერის  სარწყავ სისტემაზე სამუშაოებს ახორციელებს

თერჯოლის მუნიციპალიტეტში,  სოფელ ეწერის ტერიტორიაზე,  ნატანი მასისგან  არხის 2,5 კილომეტრიანი მონაკვეთი იწმინდება.

ჩატარებული სამუშაოების შედეგად, გაიზრდება არხის გამტარუნარიანობა და მუნიციპალიტეტში  165 ჰექტარი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ფართობზე სარწყავი წყლის მიწოდება  გაუმჯობესდება, რაც აგროწარმოების შესაძლებლობას გაზრდის.

საქართველოს მელიორაცია  ექსპლუატაციის ღონისძიებებს საკუთარი ძალებით ახორციელებს.

აღსანიშნავია, რომ, 2012 წლიდან დღემდე,  იმერეთის რეგიონში განხორციელებული სამელიორაციო ინფრასტრუქტურული პროექტების შედეგად,  წყალუზრუნველყოფილია 12 075 ჰექტარი სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობი,  სარწყავი წყლის მიწოდება 15 265 ჰექტარ სავარგულზე გაუმჯობესდა, დაშრობილი მიწის ფართობის რაოდენობა 3 385 ჰექტარია.

გამოგვყევით