logo
Loading data...
მთავარი სოფლის მეურნეობა

სტატია

სოლომონ პავლიაშვილმა ლისაბონში, ცირკულარული ეკონომიკის საკითხებზე გამართულ კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა

სოლომონ პავლიაშვილმა ლისაბონში, ცირკულარული ეკონომიკის საკითხებზე გამართულ კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა

1760599382

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილმა, პორტუგალიის დედაქალაქ ლისაბონში, ცირკულარული ეკონომიკის საკითხებზე გამართულ რიგით 25-ე  კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა. კონფერენციის მონაწილეებმა რეზინით მოდიფიცირებული ასფალტის ინოვაციური ტექნოლოგიის შესახებ იმსჯელეს. 

კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლის დროს, სოლომონ პავლიაშვილმა ვრცლად ისაუბრა საქართველოში ცირკულარული ეკონომიკის კუთხით განხორციელებული საკანონმდებლო და  ინსტიტუციური ცვლილებების შესახებ, რაც საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესში ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას უკავშირდება.

მინისტრის მოადგილემ ცირკულარული ეკონომიკის  პრინციპებზე დაყრდნობით შექმნილ თანამედროვე ტექნოლოგიების ინფრასტრუქტურულ პროექტებში გამოყენების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება. როგორც სოლომონ პავლიაშვილმა აღნიშნა, ახალი მიდგომების დანერგვის და ეფექტიანი შედეგების მისაღწევად, საჯარო და კერძო სექტორის მჭიდრო თანამშრომლობა აუცილებელი პირობაა.

ლისაბონში გამართულ კონფერენციაში საქართველოს ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე ბათუ გურჯიძე, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს და ინფრასტრუქტურის სამინისტროს შესაბამისი სამსახურების წარმომადგენელები, ასევე, საქართველოდან მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების მქონე ის ორგანიზაციები მონაწილეობდნენ, რომელთა საქმიანობის სფერო საბურავების გადამუშავებაა.

გამოგვყევით