ქართული სტარტაპ კომპანია Tasteit-ი გერმანული აქსელერაციის პროგრამა Earlybirds-ში მოხვდა.
"აკი გითხარით, 2024 Tasteit-ის წელია-მეთქი. ერთ-ერთ ყველაზე დიდ გერმანულ აქსელერაციის პროგრამაში მოვხვდით, სახელად Earlybirds, რომელიც უდიდესი Venture კომპანიაა. მივიღებთ საწყის კაპიტალს, რომ ჯერ გერმანიაში და მერე გლობალურ ბაზარზე დავატრიალოთ გემრიელი ამბები!
აქსელერაციის დასრულების შემდეგ, "გავფიჩავთ" გერმანიის ყველაზე დიდ ინვესტორებთან, რათა კიდევ ერთი ნაბიჯი გადავგათ მთავარი საქმისკენ - Make it GLOBAL, baby! ასევე, ძალიან მალე, უმაგრესი ფუნქცია გვემატება აპში, რაც საშუალებას მოგვცემს, უფრო მარტივად შევიდეთ სხვადასხვა დიდ ქალაქში. ამასობაში, დიდ ბრიტანეთში, ჩვენი კონკურენტი სტარტაპიც აღმოცენდა, რაც იდეაში ძალიან კარგი ამბავია, ერთის მხრივ, ჩვენი იდეის ვალიდაციას ახდენს, მეორეს მხრივ კი, უფრო დიდ მოტივაციას გვაძლევს, რომ ასე მარტივად მსოფლიოს ვუთხრათ - in 2024 you are going to Tasteit. ჩემებო, გაფრენის დროა,"-წერს გიორგი ურუშაძე საკუთარ Facebook გვერდზე.
შეგახსენებთ, სოციალური ქსელის ახალი პლატფორმა Tasteit 2023 წელს ქართულ ბაზარზე გამოჩნდა, რომელიც მომხმარებლებს ერთმანეთთან საერთო კულინარიული ინტერესების მიხედვით აკავშირებს. Tasteit აპლიკაცია ხელმისაწვდომია IOS და Android სისტემებზე.