logo
Loading data...
მთავარი ტექნოლოგიები

სტატია

ComCom-მა "იმედი" კანონდარღვევისთვის წერილობით გააფრთხილა

ComCom-მა "იმედი" კანონდარღვევისთვის წერილობით გააფრთხილა

1784292206

კომუნიკაციების კომისიამ ტელეკომპანია „იმედი“ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევის გამო წერილობით გააფრთხილა. საქმე ეხება ტელეკომპანიის მიერ სამაუწყებლო ეთერში, ინტერნეტში, ვებგვერდსა და სოციალურ ქსელში გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის შესახებაც კომისიას საჩივრით ა(ა)იპ „საქართველოს მომავლის აკადემიამ“ მიმართა.

კომისიამ დაადგინა, რომ ეთერსა და ინტერნეტში გავრცელებული ინფორმაციით ტელეკომპანია „იმედის“ მიერ დარღვეულია „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნები. მათ შორის, ინფორმაციის წყაროს ანონიმურობაზე მითითების ვალდებულება, განსხვავებული მოსაზრებების დაბალანსებულად გაშუქების ვალდებულება, პროგრამაში მონაწილე პირთა მიმართ ჯეროვანი სამართლიანობისა და პატივისცემით მოპყრობის ვალდებულება და პროგრამაში გამოთქმულ ბრალდებებზე პასუხის გაცემის უფლების მიცემის ვალდებულება.

გამომდინარე იქიდან, რომ ბოლო ერთი წლის განმავლობაში „ტელეიმედის“ მიმართ მსგავსი დარღვევის ჩადენისთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის არც ერთი სახე გამოყენებული არ ყოფილა, კომუნიკაციების კომისიამ მაუწყებელი წერილობით გააფრთხილა.

გამოგვყევით