Goldman Sachs-ის მონაცემებით, ხელოვნური ინტელექტის განვითარებამ ამერიკის შრომის ბაზარზე ცვლილებები უკვე გამოიწვია, რაც დასაქმების მონაცემებში აისახა. ამის შესახებ CNBC-ი წერს.
"კომპანიების უმეტესობამ ჯერ არ გამოიყენა ხელოვნური ინტელექტი წარმოებაში, რაც იმას ნიშნავს, რომ ხელოვნურმა ინტელექტმა ჯერ კიდევ არ მოახდინა მნიშვნელოვანი გავლენა შრომის ბაზარზე“, - განაცხადა Goldman Sachs-ის კვლევითი განყოფილების უფროსმა გლობალურმა ეკონომისტმა ჯოზეფ ბრიგსმა.
მისი ინფორმაციით, ტექნოლოგიურ სექტორში დასაქმების შემცირების ნიშნები უკვე შეინიშნება, რაც ყველაზე მეტად ახალგაზრდა თანამშრომლებს აზარალებს.
2022 წლის ნოემბრიდან გამოსვლის შემდეგ, OpenAI-ის ChatGPT-მა მსოფლიოში ყველაზე ღირებული კომპანიის, Nvidia-ს აღზევება გამოიწვია.და მთელი ინდუსტრიები აიძულა, მის შედეგებთან გამკლავებოდნენ. გენერაციული ხელოვნური ინტელექტის მოდელები სწრაფად ხდებიან მრავალი რუტინული ამოცანის შესრულების ოსტატები, რამაც შეშფოთება გამოიწვია.
ტექნოლოგიური სფეროს ხელმძღვანელები ბოლო დროს უფრო გულახდილები გახდნენ ხელოვნური ინტელექტის თანამშრომლებზე გავლენის შესახებ. კომპანიები, როგორიცაა Alphabet-ი და Microsoft-ი, აცხადებენ, რომ ხელოვნური ინტელექტი ზოგიერთ პროექტში კოდის დაახლოებით 30%-ს ქმნის, ხოლო Salesforce-ის აღმასრულებელმა დირექტორმა მარკ ბენიოფმა ივნისში განაცხადა, რომ მის კომპანიაში სამუშაოს 50%-ს ხელოვნური ინტელექტი ახორციელებს.