logo
Loading data...
მთავარი ტექნოლოგიები

სტატია

Networking Georgia - 2-3 ოქტომბერს წინანდლის მამულში ბენე ექსკლუზივი ყველაზე მასშტაბურ ბიზნეს ღონისძიებას გამართავს

Networking Georgia - 2-3 ოქტომბერს წინანდლის მამულში ბენე ექსკლუზივი ყველაზე მასშტაბურ ბიზნეს ღონისძიებას გამართავს

1758281940

2-3 ოქტომბერს, წინანდალი გადაიქცევა წლის ყველაზე მნიშვნელოვან ბიზნეს სივრცედ — ბენე ექსკლუზივის ორგანიზებით გაიმართება ღონისძიება, რომელიც თავს მოუყრის 200-მდე კომპანიას და 800-ზე მეტ პროფესიონალს.

წლევანდელი ღონისძიება Art of Networking-ის თემის გარშემო გაერთიანდება. ყველა სპიკერის გამოსვლა, ვორქშოფი, აქტივობა ა.შ. სპეციფიურ თემაზე იქნება, როგორიცაა მაგალითად, Art of Branding, Art of AI, Art of leadership, Art of Teambuilding, Art of Photography, Art of Connection, Art of Strategic Partnerships და სხვა.

პროგრამა მოიცავს 6 სპიკერის გამოსვლას, 6 პარალელურ ვორქშოფს, სხვადასხვა გათამაშებას პარტნიორი კომპანიების ჩართულობით და უამრავ სპორტულ, თუ სააზროვნო აქტივობას. სტუმრები ჩაერთვებიან ინტერაქტიულ თამაშებსა და გამოწვევებში, რომელიც ახალი კავშირების შექმნას უფრო მარტივს და ბუნებრივს გახდის.

სპეციალურად შექმნილი აპლიკაცია 800-მდე პროფესიონალსა და ტოპ-მენეჯერს გააერთიანებს ერთ სივრცეში. აპის მეშვეობით მონაწილეებს ექნებათ საშუალება დაუკავშირდნენ ერთმანეთს ღონისძიების დროს და შემდეგაც — გააზიარონ სიახლეები, შეთავაზებები და ახალი შესაძლებლობები.

პროგრამის განსაკუთრებული ნაწილია გალა ვახშამი ცოცხალი მუსიკით, რომელიც გაიმართება დღის დასასრულს, დილის იოგა და ველნესი, სკუტერების შეჯიბრი, Smash your bag ჩელენჯი, ექსკლუზიური ღვინის დეგუსტაციები და კულინარიული გამოცდილებები, ასევე ინტერაქტიული ნეთვორქინგ ქვესთი, რომლის მთავარი პრიზია ვერტმფრენით გასეირნება კახეთის გარშემო.

გარდა ამისა, Benefit Talks ღონისძიებაზე შემოგთავაზებთ სპეციალურ პოდკასტს, სადაც ნეთვორქინგის მნიშვნელობაზე იქნება საუბარი — როგორც კორპორაციული განვითარების, ისე პირადი კარიერული გზის კონტექსტში.

ღონისძიების გენერალური სპონსორია Elt Group. გასულ წლებთან შედარებით Networking Georgia კიდევ უფრო მასშტაბური იქნება და თავს მოუყრის, როგორც საქართველოს, ისე საერთაშორისო ბაზრის ლიდერ კომპანიებსაც, როგორებიც არიან: Mastercard, Studio Liberty, New Group, Bene Exclusive, Wissol, Karcher, Flowmaster, Bank of Georgia, Bene Group, Fitpass, Leo Institute, Teamboat, Keepz, Aldagi, Nexia, Kairos Logistics, Quissly, Gephra, Georgian Farmers’ Association, Acer, Imedi L, Geosky, Hotsale, Hr Hub, Signify, Bene Comfort, Outlet Village, Jujuna, Shaverde.

Networking Georgia ბენე ექსკლუზივის ყველაზე მასშტაბური ბიზნეს ღონისძიებაა, რომელიც თავის თავში ბიზნესების დაკავშირების შესაძლებლობის შექმნასა და გაზიარებას ემსახურება, რაც ბენეს მთავარი ღირებულებაა.

გამოგვყევით