10 ოქტომბერს, Tribe King David - ში თბილისის მარცხის ისტორიების 33-ე გამოშვება გაიმართება.
მარცხის ისტორიები არის გლობალური მოძრაობა და ღონისძიებების სერია, რომელიც გადმოსცემს წარმატებული ადამიანების პროფესიული მარცხის ისტორიებს. მოძრაობის მიზანია შთააგონოს და მოტივაცია მისცეს ახალგაზრდებს, დამწყებ სტარტაპებსა და მეწარმეებს.
ღონისძიების ფარგლებში ოთხი წარმატებული ადამიანი დამსწრე საზოგადოებას თავიანთ წარუმატებლობების ისტორიებს გაუზიარებს, დისკუსია კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდება. ღონისძიების ფარგლებში გაიმართება პანელური დისკუსიები.
ღონისძიებას მოდერატორობას ნიკა კაპანაძე, PMCG-ის კერძო სექტორის განვითარების განყოფილების უფროსი გაუწევს.
სპიკერები იქნებიან : Frank Hannigan - ბიზნეს მრჩეველი ირლანდიიდან, Strategy Crowd-ის დამფუძნებელი პარტნიორი და ინვესტორი. Timur Daudtopa - 2080 Ventures-ის, VC ფონდისა და სტარტაპ აქსელერატორის დამფუძნებელი პარტნიორი კალიფორნიიდან. Alex M Dascalu - გვესტუმრება შვეიცარიიდან. ის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი პრე-აქსელერატორის, Founder Institute-ის დირექტორია აღმოსავლეთ ევროპაში. Arta Beitãne - ბალტიის რეგიონის პირველი აქსელერატორის, Buildit Accelerator-ის უფროსი მენეჯერი ლატვიიდან.
ღონისძიების ორგანიზატორები არიან Startup Büro და BENE Exclusive. Startup Büro ამ ღონისძიებას უკვე ექვსი წელია ატარებს და ხელს უწყობს სტარტაპ ეკოსისტემის განვითარებას.
ღონისძიების მხარდამჭერები არიან: Bene Exclusive, Axel, Loialte, Contractor, GEC Consulting და საქართველოს ეროვნული ბანკი.