logo
Loading data...
მთავარი ტურიზმი

სტატია

"2025 წელს ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავლებმა $4.7 მლრდ-ი შეადგინა" - ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია

"2025 წელს ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავლებმა $4.7 მლრდ-ი შეადგინა" - ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია

1768987626

2025 წელი ტურიზმის ინდუსტრიისთვის რეკორდული იყო მიღებული შემოსავლების კუთხითაც - გასულ წელს მოგზაურობიდან (ტურიზმიდან) მიღებული შემოსავლები წლიურად 6.0%-ით გაიზარდა და 4,690.2 მილიონი აშშ. დოლარი შეადგინა. ამის შესახებ ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს. 

მათივე ცნობით, ასევე ზრდადი იყო შემოსავლები 2025 წლის მე-4 კვარტალში, სადაც ეს მაჩვენებელი 9.2%-ით გაიზარდა და 1,052.4 მილიონ აშშ. დოლარს გაუტოლდა.

ადმინისტრაციის ინფორმაციით, 2025 წელს მნიშვნელოვნად გაიზარდა ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები ისრაელიდან (34.3%-ით); ევროკავშირიდან და გაერთიანებული სამეფოდან (15.6%-ით), აზერბაიჯანიდან (32.5%-ით), საუდის არაბეთიდან (15.8%-ით), სომხეთიდან (7.7%-ით) და სხვა ქვეყნებიდან.

2025 წელს მოგზაურობიდან შემოსულ შემოსავლებში გამოირჩევა მიმართულებები:  ევროკავშირი და გაერთიანებული სამეფო (660.4 მლნ. აშშ. დოლარი, წილი 14.1%) თურქეთი (605.9 მლნ. აშშ. დოლარი, წილი 12.9%), ისრაელი (586.3 მლნ. აშშ. დოლარი, წილი 12.5%) და სხვ.

გამოგვყევით