logo
Loading data...
მთავარი ტურიზმი

სტატია

British Airways-ის ციფრული ჟურნალი საქართველოს ტურისტული პოტენციალის შესახებ

British Airways-ის ციფრული ჟურნალი საქართველოს ტურისტული პოტენციალის შესახებ

1741937443

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მარკეტინგული კამპანიის ფარგლებში ავიაკომპანია British Airways-ის ციფრული ჟურნალი High Life საქართველოს გასტრო ტურისტული მიმართულების შესახებ სტატიას აქვეყნებს. „ქართული სამზარეულოს 6 მიმზიდველი კერძი“ ამ სათაურით გამოცემის მწერალი რებეკა ნეილორი აღწერს თუ რატომ უნდა იმოგზაურონ საქართველოში.

„თოვლით დაფარული მწვერვალები, ციხე-კოშკები, შავი ზღვის სანაპიროები. საქართველოში წასასვლელად უთვალავი მიზეზი არსებობს. დაუვიწყარი კერძები, რომელთა ინსპირაცია აღმოსავლეთმა და დასავლეთმა მოახდინა, ანუ ყველაფერზე, რაზეც ოცნებობდით თქვენი მომავალი მოგზაურობისთვის“,-წერს რებეკა ნეილორი.

British Airways-ის ციფრული ჟურნალის მწერალი დეტალურად აღწერს თუ რა ინგრედიენტებით მზადდება შემდეგი ქართული კერძები: ხაჭაპური, ხინკალი, ნიგვზით, ხახვით, ხმელი სუნელებით შეკმაზული ლობიო, ფხალი, ხარჩო და ჩურჩხელა.

გაერთიანებული სამეფოს ფლაგმანი ავიაკომპანია British Airways საქართველოში ფრენებს 30 მარტიდან იწყებს.ლონდონი-თბილისი-ლონდონის მიმართულებით პირდაპირი რეგულარული ავიარეისები კვირაში 4 სიხშირით შესრულდება.

გამოგვყევით