logo
Loading data...
მთავარი ტურიზმი

სტატია

Iveria Beach: მოთხოვნა, დაახლოებით, 20%-ით გაიზარდა

მოთხოვნა დაახლოებით, 20%-მდე გაიზარდა და უფრო მეტის მოლოდინი გვაქვს, - ამის შესახებ სანაპირო კომპლექსი Iveria Beach-ის მენეჯერმა ნიკოლოზ არაბიძემ "ბიზნესპარტნიორთან" განაცხადა.

მისივე თქმით, მათი მომხმარებლების 70% ადგილობრივი ტურისტები არიან.

"წინა წელს ზღვის დაბინძურებასთან დაკავშირებით გავრცელებული ინფორმაციის გამო ძალიან ბევრი ადამიანი თავს იკავებდა ზღვაში ჩასვლისგან. წელს ეს ტენდენცია გამოსწორებულია, სხვანაირად მიდის ყველაფერი, უფრო უკეთესი სეზონია. ამინდებმაც ხელი შეგვიწყო, რადგან ჩვენ ამინდზეც, რა თქმა უნდა, დამოკიდებული ვართ და ზღვის დაბინძურების ფაქტორიც აღარ არის. ასევე, წინა წლებში კორონავირუსი იყო, რამაც ასევე შეგვაფერხა. ყოველ წელს გარკვეული გამოწვევების წინაშე ვდგავართ, თუმცა წელს აღნიშნული ფაქტორები მოხსნილია. წინასწარ ჯავშნები ამ ეტაპზე მხოლოდ რესტორნის მომსახურებაზე გვაქვს, თუმცა მომავალში აუცილებლად ვგეგმავთ აღნიშნული ფუნქციის სხვა სერვისებზეც დამატებას. 

ჩვენი მომხმარებლები ძირითადად ადგილობრივები არიან, თუმცა დაახლოებით 30% არიან უცხოელი ტურისტები, მათ შორის, ამერიკიდან, შუა აზიიდან და ევროპიდან", - აცხადებს ნიკოლოზ არაბიძე. 

რაც შეეხება ტარიფებს - როგორც კომპლექსის მენეჯერი აღნიშნავს, ფასები არ გაზრდილა და მიმდინარე წელსაც  შენარჩუნდება.

Iveria Beach - 2015 წლიდან ფუნქციონირებს. მულტიფუნქციური სივრცე მოიცავს კერძო სანაპირო ზოლს, 300 შეზლონგით. ასევე, სარესტორნე სივრცეს, ორ ბარს, მათ შორის, სანაპირო ბარს და სარესტორნე ბარს და გამწვანებულ ზონას, სადაც ადამიანს შეუძლია დაისვენოს, იმუშაოს, ან უბრალოდ განიტვირთოს. გარდა ამისა, კომპლექსში არის გასართობი სივრცე როგორც ბავშვებისთვის, ისე ზრდასრულებისთვის.

გამოგვყევით