logo
Loading data...
მთავარი ტურიზმი

სტატია

"ლოპოტა სპა რეზორტმა" სასტუმროს ახალი კორპუსი გახსნა

,,ლოპოტა სპა რეზორტმა" სასტუმროს ახალი კორპუსი გახსნა, რომელიც  2  თანამედროვე, 200  ადამიანზე გათვლილ საკონფერენციო დარბაზსაც მოიცავს. 

როგორც "ბიზნესპარტნიორს" სასტუმროს კომერციულმა დირექტორმა მაკა ღლიღვაშვილმა განუცხადა, ეს არის კომპლექსის 16-ე შენობა, რომელიც მოიცავს  80 ნომერს, საიდანაც 74 - პრემიუმ კატეგორიისაა (ორ ადგილიანი ნომრები),  6  კი ლუქს კატეგორიას წარმოადგენს. 

როგორც ღლიღვაშვილი აცხადებს, შენობას აქვს თავისი აუზი და ბუნგალო.

გარდა ამისა, კომპლექსის ტერიტორიაზე 15 ივნისს გაიხსნება აკვაპარკი, სახელწოდებით -   Green Aqua, სადაც გართობას შეძლებენ როგორც  მოზრდილები, ისე ბავშვები.  ივლისის ბოლოს  დაგეგმილია ჯაზკლუბის გახსნაც.  

ახალი ობიექტები სასტუმროს ტერიტორიის უკანა მხარესაა ცალ-ცალკე განთავსებული. მთლიანად სასტუმროს ფართობის ჯამური მოცულობა 60 ჰექტარს შეადგენს. სამივე ობიექტის საინვესტიციო ღირებულება 30 მილიონ ლარს შეადგენს. 

"ლოპოტა სპა რეზორტის" კომერციული დირექტორი ზაფხულის სეზონის მოლოდინებზეც საუბრობს და აცხადებს, რომ კომპანიას მაღალი დატვირთულობის მოლოდინი აქვს. ჯავშნების მიღება უკვე დაწყებულია, დაინტერესება კი მაღალია როგორც ადგილობრივი, ისე უცხოელი ტურისტების მხრიდან. ამ დროისთვის სასტუმროს 70%-მდეა დატვირთული. დამსვენებლებს შორის უმრავლესობა ადგილობრივი ტურისტია, თუმცა, დიდია ინტერესი ისრაელიდან, გალფის ქვეყნებიდან, ყაზახეთიდან და ა.შ. 

შეგახსენებთ, „ლოპოტა სპა რეზორტი" ბაზარზე  2008 წლიდან არის წარმოდგენილი.  ესაა დასასვენებელი კომპლექსი კახეთში, ლოპოტას ტბასთან ახლოს, რომელიც რეგიონში ერთ-ერთი პირველი რეზორტული ტიპის სასტუმრო კომპლექსია.  ამ დროისთვის "ლოპოტა სპა რეზორტი" ჯამში 311 სასტუმრო ნომერს მოიცავს. 

გამოგვყევით