logo
Loading data...
მთავარი ტურიზმი

სტატია

"პეგასუსმა" საერთაშორისო ფრენებზე უფასო ბარგის მოცულობა 3კგ-მდე შეამცირა

ავიაკომპანია „პეგასუსმა“ საერთაშორისო ფრენებზე ბორტზე ასატანი უფასო ბარგის მოცულობა შეამცირა. უფასო ბარგის წონა, რომელიც აქამდე 8 კგ იყო, 3 კგ-მდე შემცირდა, ზომებით 40-30-15 სმ.

ახალი წესები საერთაშორისო ფრენებზე და ჩრდილოეთ კვიპროსის მიმართულებაზე ვრცელდება. ცვლილებები არ ეხება ავიაკომპანიის შიდა - თურქეთის ფრენებს.

„თუ თვითმფრინავში შეიტანთ დამატებით ნივთს ან ნივთებს, რომლებიც აღემატება ზომის ლიმიტს, ჩასხდომისას დამატებითი საფასური დაგეკისრებათ“ - აცხადებს ავიაკომპანია.

ახალი პოლიტიკა 2024 წლის 14 თებერვლის შემდეგ დაჯავშნილ ბილეთებზე ვრცელდება.

"ახალი პაკეტებით, ჩვენ მიზნად ვისახავთ, მინიმუმამდე დავიყვანოთ გადატვირთულობა ჩასხდომის დროს, უზრუნველვყოთ ჩასხდომის პროცესის დროული დასრულება, თავიდან ავიცილოთ გადატვირთული კალათები და უზრუნველვყოთ ჩვენი სტუმრებისთვის ფრენის უკეთესი გამოცდილება" - განმარტავს ავიაკომპანია.

გამოგვყევით