2024 წლის მე-3 კვარტალში, საერთაშორისო ვიზიტორების რიცხვი წლიურად 2.5%-ით გაიზარდა და 2.4 მილიონი შეადგინა,- ამის შესახებ Galt & taggart-ის კვლევაშია აღნიშნული.
საინვესტიციო ბანკის მიხედვით, ვიზიტორთა წლიური ზრდა, ძირითადად არამეზობელი ქვეყნებიდან ნაკადების შემოსვლამ განაპირობა. ვიზიტორთა ზრდის ყველაზე მაღალი 36%-იანი მაჩვენებელი ისრაელიდან დაფიქსირდა.