logo
Loading data...
მთავარი ტურიზმი

სტატია

სასტუმრო "ჭიათურელი" სატესტო რეჟიმში სექტემბრიდან გაიხსნება

ჭიათურაში მდებარე ღვინის მწარმოებელი კომპანია სოლომონე სასტუმროს ‘’ჭიათურელი“ სექტემბერში გახსნის.

როგორც კომპანიის დამფუძნებელი დავით ჩაჩანიძე "ბიზნესპარტნიორთან"  აცხადებს, თავდაპირველად, ტურისტული ობიექტი სატესტო რეჟიმში ამოქმედდება, 2025 წლის გაზაფხულიდან კი სტუმრებს სრული დატვირთვით უმასპინძლებს. 

მისი ინფორმაციით, ახალი ტურისტული სივრცე რესტორანს, სადემონსტრაციო ვენახს და მარანსაც მოიცავს.  როგორც კომპანიის დამფუძნებელი აცხადებს, ბუტიკური ტიპის, 13-ნომრიანი  სასტუმროს მშენებლობა 3 წლის განმავლობაში მიმდინარეობდა.

"სასტუმროს მშენებლობა დასრულებულია, დარჩენილია მხოლოდ ავეჯის და დეკორაციების მოწყობის სამუშაოები. დასასრულებელია აუზიც. ავეჯის ნაწილიც შეძენილია. გასტრონომიულ ნაწილში აქცენტი  მკვეთრად გამოხატული იმერული კერძების სამზარეულოზე გავაკეთეთ. სადემონსტრაციო ვენახში, სსტუმარი შეძლებს მონაწილეობა მიიღოს ვენახის მოვლაში, რთველში, ასევე – დააგემოვნოს იმერული ჯიშებისგან დამზადებული ღვინო და სხვა“, - აცხადებს დავით ჩაჩანიძე.

მისი ინფორმაციით, სასტუმრო "ჭიათურელი" ერთნაირად საინტერესო იქნება როგორც ადგილობრივი, ისე უცხოელი ტურისტისთვის.  ჩაჩანიძის განცხადებით, ახალი ტურისტული სივრცის საინვესტიციო ღირებულება 1.8 მლნ ლარს შეადგენს. 

რაც შეეხება მარანს ‘სოლომონე, ჭიათურაში, ლეჟუბანში მდებარეობს. ვენახები გაშენებულია 3 ჰექტარ ტერიტორიაზეა გაშენებული.

გამოგვყევით