ჩენგდუს შუანგლიუს აეროპორტმა ავიაკომპანია “ჯორჯიან ეარლაინსის” “ბოინგ 767”-ის პირველი რეგულარული სატვირთო რეისი მიიღო. თბილისიდან სატვირთო ფრენების გახსნასთან დაკავშირებით ჩენგდუში საზეიმო ღონისძიება გაიმართა. მიმდინარეობს მუშაობა რეგულარულ სამგზავრო რეისების დაწყებასთან დაკავშირებით.
ავიაკომპანია “ჯორჯიან ეარვეისმა” სიჩუანის საერთაშორისო ტურიზმის დეპარტამენტთან საქართველოსა და ჩინეთს შორის რეგულარულ სამგზავრო რეისების გახსნის შესახებ მემორანდუმი გააფორმა, რომლის ფარგლებში, ივნისიდან, დაგეგმილია “ჯორჯიან ეარვეისის” მიერ რეგულარული სამგზავრო რეისების შესრულება ჩენგდუ-თბილისი-ჩენგდუს მიმართულებით და თბილისიდან ავიაკომპანიის ოპერირებული ევროპის მიმართულებების ათვისება.
ურთიერთგაგების მემორანდუმს ხელი მოაწერეს “ჯორჯიან ეარლაინს გრუპის” პრეზიდენტმა თამაზ გაიაშვილმა და სიჩუანის ტურიზმის დეპარტამენტის გენერალურმა მდივანმა და სავაჭრო პალატის თავმჯდომარემ დენგ ფანგმა.
საქართველოსა და ჩინეთს შორის რეგულარული რეისების გახსნასთან დაკავშირებით ასევე გაიმართა შეხვედრები ჩენგდუს აეროპორტების გააერთიანებასთან და წამყვან ჩინურ ლოჯისტიკურ კომპანიებთან. საქართველოსა და ჩინეთს შორის რეგულარული ავიარეისების გახსნის საკითხი კიდევ უფრო აქტუალური გახდა ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ.